რეზონანსი
19.01.2021

ბრალდებულებს ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ხვალ ბრალს დაუზუსტებენ. აღნიშნულის შესახებ  მელაშვილის ადვოკატმა ედუარდ მარიკაშვილმა განაცხადა.

როგორც მარიკაშვილი განმარტავს, ბრალდებულებს კვალიფიკაციას არ შეუცვლიან, უბრალოდ, ბრალის ფორმულირებაში გარკვეულ ცვლილებებს შეიტანენ.

„პროკურატურიდან გამომძიებელი შემეხმიანა, ძალიან მწირი ინფორმაცია გვაქვს, ვიცით, რომ ხვალ საპროცესო მოქმედება შედგება, რომელიც ბრალდების შინაარსის დაზუსტებას გულისხმობს და არა კვალიფიკაციის ცვლილებას, მუხლს იგივეს ტოვებენ, უბრალოდ აპირებენ ბრალის ფორმულირებაში გარკვეული ცვლილებები შეიტანონ. რა ცვლილებებია, ეს ჩვენთვის ცნობილი არ არის, ხვალ, ბრალდების დოკუმენტების გადმოცემის შემდეგ გახდება ცნობილი. ჩვენთვის ეს რეალურად იმას გულისხმობს, რომ 4 თვის წინ, ადამიანები პროკურატურამ პასუხისგებაში მისცა იმ ბრალდების ფორმულირებით, რომელიც აღმოჩნდა, რომ 4 თვის შემდეგ დასაზუსტებელია. ისინი ჩამოყალიბებული არ იყვნენ, თუ რას ედავებოდნენ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას", - აცხადებს მარიკაშვილი.

ადვოკატი გამომძიებელთან ერთად, გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში ხვალ, 12:00 საათზე შევა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )