რეზონანსი
19.01.2021

წლის ბოლომდე, დაახლოებით, 1 700 000 მოზრდილი ადამიანის ვაქცინაციაა განსაზღვრული. მოლოდინი გვაქვს, რომ, პირველ ეტაპზე, უფრო სწრაფად მივიღებთ „ფაიზერის" ვაქცინას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „დღის ქრონიკასთან" საუბრისას განაცხადა.

„პირველ რიგში, ვაქცინაცია უნდა შევთავაზოთ სამედიცინო სფეროში მომუშავე ადამიანებს. რა თქმა უნდა, ეს იქნება ნებაყოფლობითი. რისკების გაცნობიერების საფუძველზე, ადამიანმა თავად უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება. ჯანდაცვის პროფესიონალებს მოჰყვება ის ხალხი, ვინც მუშაობს ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში, ანუ ხანდაზმულ პირებთან და შემდეგ მოდის ასაკობრივი ჯგუფები, ყველაზე მაღალის რისკის მატარებელია 75 წლის ზემოთ ასაკის მქონე მოსახლეობა. ეტაპობრივად ფართოვდება ვაქცინაციის პროგრამა, იმისთვის, რომ მოსახლეობის 60% მოვიცვათ. წლის ბოლომდე, დაახლოებით, 1 700 000 მოზრდილი ადამიანის ვაქცინაციაა განსაზღვრული. მოლოდინი გვაქვს, რომ, პირველ ეტაპზე, უფრო სწრაფად მივიღებთ „ფაიზერის" ვაქცინას. ის მოიცავს პირველ ჯგუფს და არ იქნება იმდენი, რომ სრულად მოიცვას ჯანდაცვის სექტორის საჭიროება, მაგრამ „კოვაქსის" პლატფორმსთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ პირველი 20 ათასი დოზა, ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის, თებერვლისთვის მოგვცენ" - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
ia   (19.01.2021)
რა თევზივით დაქლიავებული იყურება,ისევე როგორც თევზზე უკეთესად ვერ აზროვნებს.

ani   (19.01.2021)
ამიტომ არაა ამ ქვეყნის საშველი,როცა ეს ხალხი მარსელებივით აზროვნებენ,თითქოს დედამიწაზე ფეხიც კი არ დაუბიჯებიათ,მართლა ვაი თქვენს პატრონს.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )