რეზონანსი
19.01.2021

პედიატრმა ეკა უბერმა "დღის კურიერის" ეთერში ბავშვებში პოსკოვიდურ დაავადებაზე - მულტიორგანულ ანთებით სინდრომზე ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, ეს დაავადება ძალიან იშვიათ, შემთხვევების 0.02%-ში გვხვდება. 

"მინდა გავამახვილო ყურადღება მულტიორგანულ ანთებით სინდრომზე, რომელიც უიშვიათესია, 0.02%-ს წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ. მას აქვს თავისი სიმპტომატიკა, თუმცა ეს სიმპტომატიკა - ცხელება, მუცლის ტკივილი, ღებინება, შესაძლებელია იყოს სხვა დაავადების სიმპტომი, ამიტომაც პანიკის და აღელვების საფუძველი არ არის.

ამ დაავადების დიაგნოსტიკა მხოლოდ ექიმს ძალუძს, ექიმმა უნდა დაადასტუროს ან გამორიცხოს დაავადება. ამ შემთხვევაში, სასურველია პირველი სიმპტომებისთანავე მიმართოთ ექიმს და ის გადაწყვეტს, ეს არის პოსტკოვიდის გართულებული ვარიანტია, თუ სხვა ვირუსული დაავადება, რომელსაც ბანალური მკურნალობა სჭირდება,"-განაცხადა პედიატრმა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )