რეზონანსი
19.01.2021

2021 წელი იწყება პრეზიდენტის ვიზიტით ბრიუსელში. ყველა მიმართულებით დავფარავთ ევროკავშირს, ეს არის საბჭო, კომისია და ევროპარლამენტი, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰეცოგოში და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ნატალი საბანაძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი შეხვდება უმაღლეს დონეზე თავის კოლეგებს. „დანიშნულია შეხვედრა ბელგიის მეფესთან. მოვიცავთ სხვადასხვა კომპონენტებს. მათ შორის გვაქვს კულტურული კომპონენტიც. 2023 წელს იგეგმება დიდი კულტურული ფესტივალი და საქართველოს პრეზიდენტს შესაძლებლობა ექნება თავად გაეცნოს, თუ სად ჩატარდება და რა მასშტაბისაა. ძალიან რთული წელია პანდემიის გამო, მთელი მსოფლიო დიდი გამოწვევის წინაშეა და საქართველოც. მიუხედავად რთული პერიოდისა, ძალიან ინტენსიური ურთიერთოებები გვქონდა ევროკავშირთან“, - აღნიშნა ნატალი საბანაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )