
გარდაცვლილი 24 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა შვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას ისევ უნდობლობას უცხადებს და ამბობს, რომ ის გააგრძელებს სიმართლის დადგენას.
თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში ასაჯაროებს პირადი მიმოწეის სქრინებს, რომელიც მას თამარის მეგობარმა გოგომ მიაწოდა.
„პროკურატურის განცხადებით ადამიანი, რომელიც ფსიქიკური პრობლემებიდან გამომდინარე მეურვეობას საჭიროებს, ასეთი სქრინების ფალსიფიკაციას მოახდენდა ირაკლი შოთაძე? ეს გოგონა არის ოჯახის ძალადობის და პროკურატურიდან მუქარის და შანტაჟის მსხვერპლი.ეს ნაწილია იმ ინფორმაციის და მოწმეების, რომლებიც დაასრულებენ თვალში ნაცრის ყრას, თქვენ ხართ მკვლელების მფარველები.დააბრუნეთ საქმე გამოძიებაში და გადმოგვეცით მასალები. მშვიდ ძილს არ გაღირსებთ სანამ მკვლელებს არ დაიჭერთ“.
წერს საკუთარ facebook გვერდზე თეონა თამაზაშვილი.
გამოქვეყნებული სქრინების მიხედვით, თამარ ბაჩალიშვილი მეგობარ გოგონას წერს:



