რეზონანსი
20.01.2021

აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოსამშვიდობებელ მიმართვაში ახალ ადმინისტრაციას წარმატებები და იღბალი უსურვა:

„45-ე პრეზიდენტის ვადის დასრულებისას მე ვდგავარ თქვენ წინაშე ჭეშმარიტად ამაყი იმით, თუ რას მივაღწიეთ ერთად. ჩვენ გავაკეთეთ ის, რისთვისაც მოვედით და გაცილებით უფრო მეტიც. ჩვენ ახალი ადმინისტრაციის ინაუგურაციას ვატარებთ და ვლოცულობთ, წარმატებით შეინარჩუნონ ამერიკის კეთილდღეობა და უსაფრთხოება. ჩვენ მათ საუკეთესოს ვუსურვებთ და ასევე გვსურს, იღბალი ჰქონდეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვაა.

ყველაზე მეტად მსურს, მადლობა გადავუხადო ამერიკელ ხალხს. თქვენი პრეზიდენტობა აღუწერელი პატივია. გმადლობთ ამ არაჩვეულებრივი პრივილეგიისთვის. ყველა ამერიკელი შეაძრწუნა კაპიტოლიუმზე განხორციელებულმა თავდასხმამ. პოლიტიკური ძალადობა არის თავდასხმა ყველაფერზე, რასაც ჩვენ, როგორც ამერიკელები ვაფასებთ და ვუფრთხილდებით. ამის დაშვება შეუძლებელია,“- აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ყველაზე დიდ მიღწევად მან ის დაასახელა, რომ პირველი პრეზიდენტია ბოლო ათწლეულების განმავლობაში, რომელსაც ახალი ომები არ დაუწყია.

„განსაკუთრებით მეამაყება, რომ ათწლეულების განმავლობაში ვარ პირველი პრეზიდენტი, რომელსაც ახალი ომები არ დაუწყია. მადლობა და მშვიდობით. ღმერთმა დაგლოცოთ. ღმერთმა დალოცოს ამერიკის შეერთებული შტატები,“- განაცხადა დონალდ ტრამპმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )