რეზონანსი
20.01.2021

რეაბილიტაციის გამო “ენგურჰესი“ 20 იანვრიდან 3 თვით გაჩერდება. როგორც ჰესის დირექტორი ლევან მებონია აცხადებს, გვირაბის რემონტის გამო ჰესი 20 იანვრიდან აპრილის ბოლომდე შეწყვეტს მუშაობას.

„ჰესის რეაბილიტაციის სხვა სამუშაოები უკვე დაწყებულია. ამჟამად საუბარია გვირაბის რემონტზე, რომელიც ჰესის გაჩერებას მოითხოვს. „ენგურჰესი“ გაჩერდება 20 იანვრიდან აპრილის ბოლომდე“, - აღნიშნა "აიპიენთან" მებონიამ.

ჰესის გაჩერების პერიოდში ქვეყანას 400 მლნ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგია დააკლდება. ცნობისთვის, თავდაპირველად 2018 წელს EBRD-მა ენგურჰესის რეაბილიტაციისთვის 28 მილიონიანი სესხი გამოყო. ამასთან, გასულ წელს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) „ენგურჰესის“ რეაბილიტაციისთვის დამატებით 10 მილიონი ევრო გამოყო და შესაბამისად, „ენგურჰესის“ სარეაბილიტაციოდ ჯამში EBRD-ის მიერ გამოყოფილი 38 მილიონი ევროს მოცულობის 1%-იანი სესხი დაიხარჯება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )