რეზონანსი
20.01.2021

"გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის" ლიდერი, ზურა ჯაფარიძე.  ჯაფარიძე ფიქრობს, რომ კოვიდშეზღუდვების გამო ისედაც გამწვავებული ეკონომიკური კრიზისი მეტად გაღრმავდება. ამისთვის საჭიროა, ქვეყანა გაიხსნას.

"პირველი რაც არის გასაკეთებელი, უნდა გავიხსნათ - საზღვრებიც უნდა გავხსნათ, ტურისტებიც უნდა შემოვუშვათ, შიგნითაც მოსახსნელია ყველა შეზღუდვა. ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება, ყოველი შემდეგი ვალი, რომელსაც ეს დე ფაქტო ხელისუფლება ისესხებს, იქნება კიდევ უფრო მაღალ პროცენტში, აქ არავინ არ შემოიტანს და ჩადებს ფულს. დედა გვაქვს ნატირები, ოღონდ, მართლა, არაფერზე ლაპარაკს აზრი არ აქვს, თუ ქვეყანა იქნება ჩაკეტილი. მე პირველ რიგში ამის გაპროტესტებას ვაპირებ", - თქვა ჯაფარიძემ "მთავარი არხის" ეთერში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ia   (20.01.2021)
ვინ შემოვა ტურისტი წელს?დაეშვით მიწაზე.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )