რეზონანსი
20.01.2021

დედაქალაქის მერის კახა კალაძის გადაწყვეტილებით, დღეიდან, თბილისის მთავრობის ყველა სხდომაზე ჟესტური ენის თარჯიმანიც იქნება. ამის შესახებ მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"შშმ პირები საზოგადოების სრულფასოვანი და სრულუფლებიანი წევრები არიან. ჩვენ ყოველდღიურ მუშაობაში ვცდილობთ მათი საჭიროებების მაქსიმალურ გათვალისწინებას. ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ქალაქში ხორციელდება მაქსიმალურად არის გათვალსიწინებული და მორგებული შშმ ადამიანებზე. თბილისი უნდა იყოს ინკლუზიური ქალაქი. ამ მიმართულებით ძალ-ღონეს არ ვიშურებთ. ყველა სამუშაოს დროს ეს იქნება პარკები, ქუჩები, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, მაქსიმალურად არის გათვალისწინებული ეს ყველაფერი. როგორც იცით, მოქალაქეების გარკვეული ნაწილი გარესამყაროსთან ურთიერთობას ჟესტური ენის საშუალებით ახერხებს. მათთვის ინფორმაციის ჟესტური ენაზე მიწოდება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის კომუნიკაცია მთავარი პრობლემაა და გარემო მათთვის მაქსიმალურად უნდა იყოს ადაპტირებული. სწორედ ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება და დღეიდან დედაქალაქის მთავრობის ყველა სხდომაზე გვეყოლება ჟესტური ენის თარჯიმანი, რათა ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს ინფორმაცია თანაბრად და ოპერატიულად მიეწოდოს", - განაცხადა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )