რეზონანსი
20.01.2021

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ციხეებში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც სახალხო დამცველის აპარატმა 2020 წლის კრიტიკული ანგარიში გამოაქვეყნა, ადგილი აქვს სახალხო დამცველის აპარატების თანამშრომლების შევიწროებას პატიმართა კონკრეტული ჯგუფის მხრიდან, რომლებიც აპარატის თანამშრომლებს ციხეებში ვიზიტების შეწყვეტას სთხოვდნენ იმ მოტივით, რომ ციხეებში თითქოს ყველაფერი კარგადაა.

"გლდანის მერვე დაწესებულებაში, ერთი და იგივე პატიმარი სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელს სთხოვდა ციხეებში ვიზიტის შეწყვეტას. აღსანიშნავია, რომ ეს დაწესებულება დახურული ტიპისაა, ხოლო ეს პატიმარი სწორედ მაშინ გადაადგილდებოდა ხოლმე, როცა იქ სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელი ვიზიტით იმყოფებოდა", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ციხეებში აპარატის თანამშრომელთა ვიზიტების შესაძლებლობას სახალხო დამცველი მხოლოდ დამატებითი უსაფრთხოების პირობით განიხილავს, ამასთან მიმართავს ხელისუფლებასა და პარლამენტს.

ნინო ლომჯარიამ ხაზი გაუსვა, რომ ციხეებში კრიმინალური სუბკულტურის მართვის მოდელია და ის აუცილებლად უნდა შეიცვალოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )