რეზონანსი
20.01.2021

„სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი, სერგო ჩიხლაძე მიიჩნევს, რომ ერთი ადამიანის - ამ შემთხვევაში, ალეკო ელისაშვილის პოზიცია ოპოზიციურ ერთობაში ბზარს ვერ გააჩენს.

მისი თქმით, ალეკო ელისაშვილს შეუძლია, ცალკე გზა აირჩიოს, რადგან ასეთი სახით გაერთიანებული ოპოზიციის წევრი ვერ იქნება.

„პირველ რიგში, გუშინ განვაცხადეთ, რომ ელისაშვილსა და მის პარტიაზე აღარ ვაკეთებთ კომენტარს. ეს ადამიანი ჩვენთვის საინტერესო აღარ არის არც პიროვნულად და არც მისი პოლიტიკური აქტივობაა საინტერესო. როგორც ჩანს, ის არ იზიარებს იმ პრინციპებს, რომლის გარშემოც ოპოზიციური პარტიები ვართ გაერთიანებული. მას შეუძლია, თავისი ცალკე გზა აირჩიოს. თუ ადამიანი არცერთ პრინციპს არ იზიარებს, შესაბამისად, ვერც იქნება ამ ოპოზიციის წევრი", - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )