რეზონანსი
20.01.2021

ყველა ჩემს ემოციას გვერდით ვდებ და ადამიანებს მათი ხასიათების, ერთმანეთთან ურთიერთობების მიუხედავად ველაპარაკები, რომ საკუთარ მიზანს მივაღწიო, ამისთვის ამირჩია ხალხმა პარლამენტში და არა იმისთვის, ვარკვიო, ვის როგორი ხასიათები აქვს, რამდენად წესიერად იქცევა რომელიმე ურთიერთობაში, - ამის შესახებ „გირჩის" წევრმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას შეფასებით, პოლიტიკოსების მხრიდან ერთმანეთის უშვერი სიტყვებით კრიტიკა მიანიშნებს, რომ ჯერჯერობით საქართველო მაღალი პოლიტიკური კულტურის მქონე ქვეყანა არ არის.

იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ყველასთან გააგრძელებენ კომუნიკაციას.

„საჯაროობაში მე ვგულისხმობ იმ პოლიტიკური პროცესის აღწერას, რაშიც ვიმყოფებოდით წინა თვენახევრის განმავლობაში და არა იმას, რომ ვიღაცებმა, ვისაც ერთმანეთი არ მოსწონთ, ერთმანეთი უშვერი სიტყვებით ლანძღონ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჯერჯერობით ჩვენ არ ვართ მაღალი პოლიტიკური კულტურის ქვეყანა.

იცით რამდენი ვინმე არ მომწონს ქართულ პილიტიკაში? მაგრამ ამის მიუხედავად, ვიცი, რომ ხმები არის თვლით და 113 დეპუტატის ხმა მჭირდება ჩემი მიზნის მისაღწევად. შესაბამისად, ყველა ჩემს ემოციას გვერდით ვდებ, ადამიანებს მათი ხასიათების და ერთმანეთთან ურთიერთობების მიუხედავად ველაპარაკები, რომ საკუთარ მიზანს მივაღწიო. ამისთვის ამირჩია ხალხმა საქართველოს პარლამენტში და არა იმისთვის, რომ ვარკვიო, ვის როგორი ხასიათები აქვს, რამდენად წესიერად იქცევა რომელიმე ურთიერთობაში.

ჩვენ გავაგრძელებთ კომუნიკაციას ყველასთან. „მოქალაქეების" საქციელი რომ არ მომეწონა გუშინ, ეს საჯაროდაც ვთქვი, მაგრამ ქართულ პოლიტიკაში სხვადასხვა დროა, ბევრის საქციელი არ მომწონებია, ამის მიუხედავად, ვზივარ მოლაპარაკების მაგიდასთან და ვცდილობ, რამე გამოვიყვანო, რომ საკუთარ მიზანს მივაღწიო", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )