რეზონანსი
20.01.2021

ოპოზიცია დიდი ხანია ცდილობს აჩვენოს ყველას, რომ არიან ერთიანები, თუმცა, ძალიან კარგად ჩანს ბოლო თვეების განმავლობაში, რომ ეს ერთიანობა არის მოჩვენებითი, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპირკერმა კახა კუჭავამ განაცხადა. მისი ვარაუდით, ოპოზიციაში დაძაბულობის მიზეზს პარლამენტში შესვლის საკითხი წარმოადგენს.

„რეალურად გვესმის ძალიან საინტერესო, მნიშვნელოვანი და მათთვის ყურადსაღები გზავნილები, რომ მათ მიიღონ თავიანთი მანდატები, შემოვიდნენ პარლამენტში, დაიწყონ მუშაობა და ქუჩის მაგივრად პარლამენტში გააკეთონ ოპონირება. ამას ზოგი ოპოზიციონერი ეთანხმება, ზოგი არა, რაც რა თქმა უნდა, პირველ რიგში, წარმოადგენს დაძაბულობის მიზეზს ალბათ ოპოზიციაში. საზოგადოება ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს", - აღნიშნა კუჭავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )