რეზონანსი
20.01.2021

ახალი სინდრომი MIS-C საქართველოშიც დაფიქსირდა. კოვიდ 19-ის შემდგომი დაავადება ბავშვებში რამდენიმე ორგანოს დაზიანებით ვლინდება და ძირითად შემთხვევაში, ჰოსპიტალიზაციას საჭიროებს.

მულტისისტემური ანთებითი სინდრომი კორონავირუსის გადატანიდან 1-დან 6 კვირამდე ვლინდება.

თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, რომ მკურნალობაში უნდა იყვნენ ჩართულები პედიატრები, ნერვოლოგები და ნეფროლოგები.

"ეს არის მულტისისტემური ანთებითი სინდრომი, რომელიც ითვლება კორონავირუსის გართულებად - ეს გართულება, შეიძლება, გამოვლინდეს დაავადების მიმდინარეობის მწვავე პერიოდში, მაგრამ შემთხვევათა აბსოლუტურ უმრავლესობაში ვლინდება კორონავირუსის გადატანიდან 2-6 კვირის შემდეგ. მკურნალობაში ჩართული უნდა იყოს არამხოლოდ პედიატრი, არამედ ნერვოლოგი, რადგან ეს აზიანებს ნერვულ სისტემასაც და ნეფროლოგი, რადგან, შეიძლება, დაზიანდეს საშარდე სისტემაც,"-აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ასეა   (20.01.2021)
არა დისტანციური სწავლება უნდა გაგრძელდეს. არ უნდა ჩავაგდოთ საფრთხეში ბავშვები.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )