რეზონანსი
20.01.2021

ვაქცინაციის საბჭოს ფარგლებში დაგეგმილი გვაქვს მესიჯბოქსიც და ასევე ყველა ის საინფორმაციო კომპონენტიც, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსახლეობაში განწყობა მნიშვნელოვნად შეიცვალოს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „დღის ქრონიკაში" განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსზე ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი და სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ცნობიერების ამაღლების კამპანია.

„იმისთვის, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება, რა არის სწორი საკომუნიკაციო მესიჯი, მნიშვნელოვანია გარკვეულ განწყობებზე კვლევის ჩატარება. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რამდენიმე კვლევა ჩატარდა და ჩვენ ზუსტად ვიცით, რომელი სამიზნე ჯგუფი, რა განწყობით არის ვაქცინასთან მიმართებაში. შესაბამისად, სტრატეგიული კომუნიკაცია არის ამ მიმართულებით დასაგეგმი. მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. დაახლოებით 40-დან 45%-მდეა და მსოფლიოს მასშტაბით ანტივაქსერების კომპონენტს თუ განვიხილავთ ეს არის ის რაოდენობა, რაც სხვა ქვეყნებშიც გვხვდება. აქედან გამომდინარე, ამასთან დაკავშირებით მუშაობა საჭიროა და ასევე შესაძლებელია, მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლება. ჩვენ ვაქცინაციის საბჭოს ფარგლებში დაგეგმილი გვაქვს მესიჯბოქსიც და ასევე ყველა ის საინფორმაციო კომპონენტიც, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსახლეობაში განწყობა მნიშვნელოვნად შეიცვალოს. კამპანია მას შემდეგ დაიწყება, რაც ჩვენ დავამტკიცებთ ვაქცინაციის გეგმას და ეს იქნება ხვალ. ამის შემდეგ ჩვენ გვექნება უფრო აქტიური გამოხმაურება როგორც სამინისტროს, ასევე საკომუნიკაციო პლატფორმიდან და ის მესიჯბოქსები, რომლებიც გაჟღერდება მოქალაქეების საყურადღებოდ, ხვალ იქნება ამის პრეზენტაცია და შემდგომ უკვე აქტიურად ჩავერთვებით ვაქცინაციის პროცესში", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ანი   (20.01.2021)
ჯერ ქართული ისწავლე ანტივაქსერი რაღა უბედურებაა,ეგღა გეკლდათ ქართულ დაბოლოებაში ინგლისური -er შემოგეღოთ და -ერად გეთარგმნათ.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )