რეზონანსი
20.01.2021

ეს არის ჩემი, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრის პირველი ვიზიტი ევროპარლამენტში და მოხარული ვარ, რომ მქონდა ბევრ კოლეგასთან შეხვედრის შესაძლებლობა. გზავნილები არის საკმაოდ პოზიტიური. ევროპარლამენტის წევრები ძალიან დადებითად აფასებენ, რომ საქართველოს აქვს ძალიან კონკრეტული ხედვა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადასადგმელ ნაბიჯებზე, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

„სამუშაო არის ძალიან ბევრი. ძალიან ინტენსიური მუშაობაა საჭირო იმისათვის, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ჰქონდეს ძალიან სერიოზული მხარდაჭერა. სამუშაო ასევე საქართველოს თითოეული მოქალაქის მხრიდან, რათა ევროპის მოსახლეობაში იყოს განცდა, რომ საქართველოს მოქალაქეები არიან ევროპელები, ევროპის ნაწილი. ვისაუბრეთ ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციაზე, რადგან ეს არის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი, რამაც საქართველო უნდა შეცვალოს და მოახდინოს ჩვენი კანონმდებლობის ტრასფორმაცია, დაახლოება ევროკავშირის კანონმდებლობასთან.განსაკუთრებული აქცენტი კეთდება განათლებაზე და ახალგაზრდობაზე. ახალგაზრდობა ის სეგმენტია, რომელსაც დიდი მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ და განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ.მათ უნდა მივცეთ მეტი შესაძლებლობები, რომ მიიღონ ევროპული განათლება, მეტი გამოცდილება ჩამოიტანონ საქართველოში“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )