რეზონანსი
21.01.2021

თეთრი სახლის ოვალური კაბინეტის დაკავების პირველივე წუთებიდან პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მისი წინამორბედის, დონალდ ტრამპის მიერ გამოქვეყნებული დადგენილებები გააუქმა. „სიენენის“ ცნობით, ბაიდენმა ხელი 17 განკარგულებას მოაწერა. მათ შორის, გააუქმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან აშშ-ის გასვლის შესახებ დადგენილება და ხელი მოაწერა პარიზის კლიმატურ შეთანხმებაში დაბრუნებას. აღნიშნული პროცესი 30 დღე გასტანს.

გარდა ამისა, ბაიდენმა გააუქმა „ქისთოუნ იქსელის“ სადავო მილსადენის პროექტი, უკან გაიწვია ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შემოღებული შეზღუდვები შვიდი მუსლიმური ქვეყნიდან მოქალაქეთა აშშ-ში შეშვებასთან დაკავშირებით, შეაჩერა მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობა და ამით გააუქმა საგანგებო მდგომარეობის შესახებ დეკლარაცია, რომლის საშუალებითაც, ტრამპი კედლის მშენებლობას აფინანსებდა.

ეს იმ განკარგულებების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც ჯო ბაიდენმა ადმინისტრაციის გადაბარების პირველივე წუთებიდან მოაწერა ხელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
eka   (21.01.2021)
ჩამონათვალზე ეტყობა წინ როგორ გაფრინდება ამერიკა.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )