რეზონანსი
21.01.2021

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სავაჭრო სექტორის გახსნის შემდეგ შეზღუდვები განათლების სექტორში შემსუბქდება. 

„დღესდღეობით განვიხილავთ სავაჭრო სექტორს, პირველ რიგში, როგორც გახსნის ობიექტს. ჩვენ მათგან დავინახეთ სწორი თანამშრომლობა საახლალწო პერიოდში, დავინახეთ მათი მოტივაცია, სურვილი და უნარი, რომ იქ ნამდვილად არის შესაძლებელი, დაცული იყოს საჭირო პირობა, ინფექციის გავრცელების რისკების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით. 

შემდეგ სექტორად, რა თქმა უნდა, განიხილება განათლების სექტორი, ვინაიდან, ჩვენ ვიცით რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვების უშუალო დასწრება სკოლებში, აქედან გამომდინარე, შემდეგი არის სწორედაც რომ განათლების სფერო. შეიძლება შეზღუდვების შემსუბუქება იყოს ერთდროულიც, თუმცა არ მინდა, მოვლენებს წინ გავუსწრო", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )