რეზონანსი
22.01.2021

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2020 წლის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 19,08  ათასი ტონა, რაც 1,26 ათასი ტონით ანუ 6,2%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (20,34 ათასი ტონა) შედარებით.

2020 წელს საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქეთიდან - 5,59 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 29,3%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუსეთი - 3,26 ათასი ტონა (17,1%); გერმანია - 1,66 ათასი ტონა (8,7%);  ირანი - 1,28 ათასი ტონა (6,7%);  და სხვ.

გასული წლის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 56,4 ათასი ტონა, რაც 45,4 ათასი ტონით ანუ 44,6%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (101,8 ათასი ტონა) შედარებით.

2020 წელს საავიაციო ნავთის იმპორტის 78,5%  (44,3 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 15,8% (8,9 ათასი ტონა) - თურქეთიდან, 3,9% (2,2 ათასი ტონა) - რუმინეთიდან; 1,8% (1,0 ათასი ტონა) - საბერძნეთიდან.

2020 წელს სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 128,7 ათასი ტონა, რაც 41,3 ათასი ტონით ანუ 24,3%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (170 ათასი ტონა) შედარებით.

აქედან იმპორტის 63,8% (82,1 ათასი ტონა) მოდის აზერბაიჯანზე. შემდეგ მოდიან: ერაყი - 20,7% (26,6 ათასი ტონა), ირანის ისლამური რესპუბლიკა - 7,1% (9,1 ათასი ტონა),  რუსეთი - 5,6% (7,2 ათასი ტონა), თურქეთი - 1,9% (2,4 ათასი ტონა), სომხეთი - 0,7% (0,9 ათასი ტონა), გაერთიანებული ემირატები - 0,1% (0,2 ათასი ტონა); ალბანეთი - 0,1% (0,2 ათასი ტონა).

2020 წელს ნავთობპროდუქტების იმპორტისა და შესაბამისად, მოხმარების კლება ძირითადად დაკავშირებულია COVID-19-ის პანდემიასა და მასთან დაკავშირებულ შეზღუდვებთან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )