რეზონანსი
22.01.2021

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ქვეყანამ ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციას შეზღუდვებით უკვე მიაღწია და მთავრობას ახლა შეუძლია შეზღუდვები შეამსუბუქოს. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

„შეზღუდვების შემსუბუქებას პირადად მე, ორივე ხელით მივესალმები, რადგან ეკონომიკას და ადამიანებს უჭირთ. შეზღუდვების სრული მოხსნა, მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, როგორ შევასრულებთ რეგულაციებს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ცნობილია, რომ პირველი თებერვლიდან სავაჭრო ცენტრები და ბაზრობები გაიხსნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
გიორგი   (22.01.2021)
მადლობა თქვენ თავდაუზოგავი შრომისთვის

მარიკა   (22.01.2021)
იმედია მალე გადაივლის ეს ვერაგი ვირუსი რა

მიხო   (22.01.2021)
გამოუშვით ტრანსპორტი


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )