რეზონანსი
22.01.2021

სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს სამხარაულის ეროვნული ბიუროს მზადყოფნას - შეასრულოს სახალხო დამცველის რეკომენდაცია და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის თანასწორი და ღირსეული გარემოს შექმნის მიზნით, რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტებში ქალი ექსპერტები დაასაქმოს, ასევე, თბილისის და რეგიონული ოფისების თანამშრომლებისთვის ჩაატაროს ტრენინგები სექსუალური ძალადობის მსხვერპლებთან სათანადო კომუნიკაციის ფსიქოლოგიური ასპექტების შესახებ, - აღნიშნულია ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„სახალხო დამცველის რეკომენდაციით, პრობლემურად იყო შეფასებული, რომ რიგ შემთხვევებში, სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ქალებს, კანონმდებლობით მინიჭებული უფლების მიუხედავად, ქალი ექსპერტების არარსებობის გამო, ექსპერტიზას კაცი უტარებდა, რაც მსხვერპლებისთვის დამატებითი სტრესის მიზეზი ხდებოდა. განმცხადებლის ინტერესებს სახალხო დამცველის აპარატში „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)“ წარმოადგენდა“ - აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )