რეზონანსი
22.01.2021

თუ ის ადამიანები, ვინც ხმა ოპოზიციურ პარტიებს მისცა, დარწმუნებულები იქნებიან ან არჩევნების გაყალბების ეჭვი მაინც ექნებათ, რასაც ოპოზიციური პარტიები ამტკიცებენ, მათ ქუჩაში გამოსვლას ვერავინ დაასწრებდა, მოწოდებაც არ დასჭირდებოდათ. მათ ზუსტად იციან, რომ არჩევნები არ გაყალბებულა და არ გამოდიან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ 10 ათასი კაციც ვერასდროს შეკრიბა.

„ბოლო 8 წელი სწორედ იმით ხასიათდება, რომ ვერც ერთხელ ოპოზიციამ ქუჩის მასშტაბური აქციების მოწყობა ვერ შეძლო. მაგალითად, რაც ხდებოდა 2007-ში, 2008-ში, 2009-ში, აღარ ვსაუბრობ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ 200-300 - ათასიანი მიტინგები რომ ჩვეულებრივი ამბავი გახდა, მსგავსი რამ კი არა, 10 ათას კაცს ვერ მოუყარეს თავი, რადგან, ცხადია, უფრო რადიკალურ ქმედებებზე გადავიდოდნენ.

არ დარჩა საერთაშორისო ასპარეზე ვინმე, ვინც ოპოზიციას არ მოუწოდა, რომ პატივი სცენ ამომრჩევლის ნებას და შევიდნენ პარლამენტში. ქუჩის აქციები ზოგადად დემოკრტიის ნაწილია, როცა ის კანონიერების ფარგლებში ჯდება და ხელს მათ არავინ უშლის. ისიც არ მესმის პარლამენტში შესვლა რატომ უშლის ამ აქციებს ხელს, მაგრამ თუ თვითონ ურჩევნიათ გარეთ იყვნენ, იყვნენ გარეთ.

2013 წელს, როცა „ნაციონალური მოძრაობა" პირველ დიდ შეკრებას აპირებდა, ერთი თვით ადრე აცხადებდნენ, რომ ხალხი დიდი ოდენობა მოვიდოდა, ცხადია ვერავინ შეკრიბეს, მაშინ, რაც ვთქვი იმას გავიმეორებ, რომ „ნაციონალური მოძრაობის" ადგილი არის ქუჩაში, დავტოვეთ ისინი 2012 წელს ქუჩაში და დარჩებიან ქუჩაში მუდმივად, ვერასდროს ეღირსებიან ამ ქვეყნის მმართველობაში მოსვლას", - განაცხადა სოზარ სუბარმა „პალიტრანიუსის" გადაცემა „დღის ნიუსრუმში".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ИНЦИТАТУС   (23.01.2021)
АМИС САШВЕЛИ АР ИКНЕБА АРАСОДЕС. ИГИ ИШВА АСЕТАД ДА АСЕТАД ГАЛЕВС ТАВИС ЦУТИСОФЕЛС.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )