
"ახალი წერილი სმიტებისგან არ მიმიღია, როცა გამომიგზავნეს წერილი, იქ ბიბლიაც იყო", - ამის შესახებ უმძიმეს დანაშაუშლი ბრალდებული მალხაზ კობაური წერს.
ამერიკელი ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსი, მალხაზ კობაური ციხეში ცხოვრების შესახებ საუბრობს.
"დილაობით ვვარჯიშობ, მეგობრებთან ერთად, სამკაულებს ვამზადებ, ძირითადად, პლასტმასისგან და ბიჟუტერიისგან, სახლში ვგზავნი სამკაულებს და შეგიძლიათ ჩემთან მიხვიდეთ და იქაც ნახოთ ჩემი დამზადებული სამკაულები. საქართველოს ისტორიით ვარ დაინტერესებული, ბოლოს "უქარქაშო ხმლები" წავიკითხე", - ნათქვამია კობაურის წერილში.
დანაშაული 2018 წლის 4 ივლისს მოხდა. მალხაზ კობაური მალევე დააკავეს. მან 8 ივლისს გამომძიებელს აღიარებითი ჩვენება მისცა (ეს ჩვენება ფარული ჩანაწერით ჩაიწერა). ამ ჩვენებაში მწყემსი ყვება, როგორ შელაპარაკდნენ ის და რაიან სმიტი თოფის არასწორად ჭერის გამო, შემდეგ როგორ ესროლა მას, მერე როგორ ესროლა მტირალ ბავშვს და როგორ გაიქცა ამის შემხედვარე ლორა სმიტი ადგილიდან.
მოგვიანებით ეს ჩვენება მალხაზ კობაურმა შეცვალა. მის ჩვენებაში გაჩნდა უცხო შავი მანქანა, საიდანაც 2 ადამიანი გადმოდის და სმიტებს საქმეს ურჩევს და ზოგადად, ვერსია, რომ კობაური სმიტების მკვლელობის შემსწრე გახდა და არა მონაწილე.
2018 წლის 1-ლ ოქტომბერს რაიან სმიტის დედამ ლინ სმიტმა, მალხაზ კობაური წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნავდა, რომ მოკლულთა ოჯახის სურვილია, ბრალდებულმა საპყრობილეში 30 წელი გაატაროს ან იქ სამუდამოდ დარჩეს, რათა მისგან საფრთხე სხვა ადამიანებსაც არ შეექმნათ.
"რაიანის მამამ ბაირონმა და მე გავაკეთეთ არჩევანი, რომ გაპატიოთ ჩვენი არაჩვეულებრივი შვილის რაიანის, ჩვენი სათნო, საზრიანი რძლის ლორას და ჩვენი ძვირფასი 4 წლის შვილიშვილის ქელების მკვლელობებები. ჩვენ არ გვინდა შენს მიმართ მიუტევლობის, სიმწარის, ზიზღის ან ბოროტების მარწუხებში ცხოვრება", - ნათქვამია ლინ სმიტის წერილში.
სრულად იხილეთ: ambebi.ge