რეზონანსი
22.01.2021

თუ მოხდება პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ჩვენ ხელ-ფეხი გაგვეხსნება, რომ შეთანხებას მივაღწიოთ, ხელი მოვაწეროთ და პარლამენტში შევიდეთ. თუ არ მოხდება მათი გათავისუფლება, ჩვენ არანაირი უფლება არ გვექნება, რომ პარლამენტში შევიდეთ, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე პროგრესი იყო მისთვის მნიშვნელოვან ორ საკითხზე: საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებასა და საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესსზე, თუმცა, „პოლიტპატიმრების საკითხი პრინციპულია".

„ოთხი საკითხიდან, ჩვენთვის პრიორიტეტული არის სამი საკითხი. სამი საკითხიდან არც ერთისთვის ფეხი არ მოგვიცვლია დღეს. დღეს მდინარაძემაც დაადასტურა, რომ ჯიუტად, გადავიდოდით თუ არა სხვა საკითხზე, მაინც ვუბრუნდებოდით მაგალითად პოლიტპატიმრების საკითხს მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ გვითხრეს, რომ მათთვის მოცემულობა - პოლიტპატიმრები არ არსებობს. სამ საკითხზე, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება, პოლიტპატიმრები და საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესზე, ფეხი არ მოგვიცვლია. ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არსებობს. ჩვენ ვეუბნებით, რომ ფორმულირება როგორიც უნდათ, ისეთი იყოს.

ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანები ციხეში არ იმყოფებოდნენ. აღიარებენ თუ არა პოლიტპატიმრების არსებობას, მოიტყუებს „ქართული ოცნება" თუ არ მოიტყუებს თავს, რომ თითქოს მართლმსაჯულების სისტემა არაჩვეულებრივი გვაქვს და ბატონი მურუსიძე არის სანდო, პატიოსანი და მთელი ერისთვის ხელის გულზე სატარებელი კაცი, რა თქმა უნდა, მათ აქვთ ამის უფლება. ჩვენ ამის არ გვჯერა და მიგვაჩნია, რომ ეს ხალხი, ვისზეც ვლაპარაკობთ, პოლიტპატიმრები არიან. ასევე პოლიტიკური ნიშნით იყვნენ ხუსკივაძე და კობალაძე დაკავებულები და ჩვენ ვხედავთ, რომ მოლაპარაკების პროცესის შედეგია, რომ დასახელებული ხუთი გვარიდან, ორი ადამიანი გამოვიდა. დანარჩენებზე ვნახოთ რა და როგორ იქნება. ის ადამიანები თუ ციხეში დარჩებიან, ჩვენთვის არანაირ შეთანხმებას აზრი არ ექნება", - განაცხადა ელისაშვილმა „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )