რეზონანსი
22.01.2021

200-ლარიან დახმარებაზე უნდა დასვა გამყრელიძე, ცერცვაძე და იმნაძე. უნდა უთხრა, იჯექი სახლში, არ გამოხვიდე და მაქედან მომეცი რეკომენდაციებიო. ვნახავთ, როგორ რეკომენდაციებს მოგვცემენ, - ამის შესახებ პარტიის „გირჩი-მეტი თავისუფლება" ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, არსებული რეგულაციები უნდა მოიხსნას, რადგან „ქვეყანაში ხალხი შიმშილით იხოცება".

„ჩვენ ვედრებით ქვეყნებს, სადაც ადამიანებს აქვთ დანაზოგი. ანგარიშზე უდევთ ფული და შეუძლიათ, რომ ერთი წელი იცხოვრონ. ჩვენთან ხალხი შიმშილით იხოცება. ვისაც არ უნდა ნუ გამოვა სახლიდან. ვის ვედრებით, საფრანგეთს? მდიდარ ქვეყნებს ვერ შევედრებით. ისინიც იდიოტები არიან, მაგაზე კი არ არის ლაპარაკი, რომ იქ სწორს აკეთებენ. იქაც არასწორს აკეთებენ, მაგრამ ვის ვედრებით? მდიდარ ქვეყნებს, სადაც ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი 40-50 ათასი დოლარია? ჩვენ სიღარიბეში ვიხრჩობით ისედაც", -განაცხადა ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
ჩაწერა სახელი
გიორგი   (23.01.2021)
მაგ სამ ადამიასნ ჩვენთვის აქვთ თავი გადადებული და რა გინდა ხელფასიც აღარ აიღონ?>!

გიორგი   (23.01.2021)
შენ ხო ჭამ ზატო ხალხის ფულს?!

მედეა   (23.01.2021)
სიკვდილიანობა მაინც მაღალია 20-22 კაცი ყოველდღე გვაკლდება,ეს რომ აღმოიფხვრას არ გინდა,ზურაბ? რატომ აბუნტებ ხალხს,შტერი ხომ არ ვართ,რომ ვერ მივხვდეთ? ვინ დაგიჭერს მხარს ასეთი მიდგომის პატრონს? 1 დღე-ღამე გაატარე მომაკვდავებთან და მიხვდები რა ილაპარაკო!

1234   (22.01.2021)
შე მართლა იდიოტო და მავნებელო. თავი კიტრი რომ გგონია და სინამდვილეში თავში არაფერი გიყრია. შენ არ იცი რომ ღარიბები ყველა ქვეყანაში არიან? რომ ხალხი საფრანგეთშიც შიმშილობს და ამერიკაშიც? რა დანაზოგები რის დანაზოგები. წაიკითხე სტატისტიკური მონაცემები. ამერიკის მოსახლეობის უმეტესობა ხელფასიდან ხელფასამდე ცხოვრობს, ვისაც აქვს ის ხელფასი რა თქმა უნდა. ჩაკეტვა არ იქნებოდა საჭირო შენ და შენისთა ავანტურისტებს რომ პირბადე ეტარებინათ და ექიმების რეკომენდაციები დაეცვათ. შენ არც პირბადეს არ იკეთებ და შენზე აყოლილ ბრიყვ ახალგაზრდებსაც მოუწოდებ რომ არ დაემორჩილონ რეგულაციებს. დიდი ხანია სარზე ხარ გასასმელი დემაგოგიისთვის. როცა სავადმყოფოში მოხვდებით მომაკვდავ მდგომარეობაში მერე ითხოვთ რომ ექიმებმა თქვენთვის სიცოცხლე გაწირონ და მოგიარონ. 3000 მეტი დაღუპული თანამოქალაქე გეცოტავება? ბევრი იმათგანი შენისთანა დემაგოგების მსხვერპლია. ეს მთავრობა იმაზე გასაკრიტიკებელი და სალანძღავი რომ შენისთან დემოგაგოებს თავის ადგილს არ უჩენენ. ნახე ისრაელში პოლიცია როგორ ეპყრობა შენისთანა დემაგოგებს ვინც რეგულაციებს არ ემორჩილება. წიხლის ქვეშ იგდებენ.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )