რეზონანსი
23.01.2021

რესტორატორმა, ქეთი ბაქრაძემ საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების შესახებ საუბრისას აცხადებს, რომ პირველი მარტიდან რესტორნები ვეღარ გაიხსნება, რადგან ფინანსური პრობლების გამო მაგ დრომდე მიღწევა შეუძლებელი იქნება.

ამის შესახებ ბაქრაძემ განაცხადა, მისთვის ცინიკურია, როდესაც მთავრობა დაწესებულ შეზღუდვებს "წერტილოვან შეზღუდვებს" ეძახის.

"ჩემი ბიზნესი ფიზიკურად აღარ არსებობს. რა მექანიზმი, რა გეგმა ექნებათ, თავიდან როგორ უნდა გაგვხსნან. ესეც ძალიან ცინიკურია, რომ პირველი მარტიდან გაიხსნებაო, ვერ გაიხსნება, ვერაფერი ვერ გაიხსნება პირველი მარტიდან, იმიტომ, რომ მაგ დრომდე ვერ მივატანთ. ძალიან ბევრმა რესტორანმა, რომელიც გატანაზე მუშაობდა და აიღო ეს ტვირთი საკუთარ თავზე, იმათაც კი შეწყვიტეს, რადგან მინუსებში წავიდნენ და ხარჯებს ვერ ფარავდნენ. გეგმა არ აქვთ". - თქვა მან "ფორმულასთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
მედეა   (24.01.2021)
ნუ გეშინია,რესტორნები კვლავ აღორძინდება!


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )