რეზონანსი
23.01.2021

„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ" სამარცხვინო მასკარადი მოაწყო, როდესაც თავდაპირველად ოპოზიციას დაემუქრა, რომ მანდატებს არ გაუუქმებდა, შემდგომ კი უთხრა, რომ ამას ერთ კვირაში განახორციელებდა.

ბოკერიას შეფასებით, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა თავიანთი განცხადებებით მკაფიოდ დააფიქსირეს მანდატებზე უარის თქმის სურვილი, ხოლო „ქართული ოცნება" ვალდებულია, მათ უფლებამოსილება შეუწყვიტოს.

„ჯერ ამბობდნენ, არ მოგიხსნით მანდატებს და ბევრი სვლა გვაქვს ჩვენო, მერე იყო მუქარა, რომ სასწრაფოდ შემოდით პარლამენტში, თორემ ახლავე მოგიხსნითო, მერე ისევ გაწელეს, ახლა ისევ ამბობენ, ერთი კვირა გაქვთ, ეს არის სამარცხვინო მასკარადი. ადამიანებმა, მკაფიოდ თქვეს, რომ არ ახდენენ ამ პარლამენტის ლეგიტიმაციას, რადგან არ გამოხატავს ქართველი ხალხის უმრავლესობის ნებას და ამ რეჟიმის ვალია, რომ შეუწყვიტონ უფლებამოსილება. ახლა ეს კი აღარ არის საინტერესო ათვლის წერტილი, როდის მიიღებენ გადაწყვეტილებას, წამზომი ჩართულია იმაზე, ჩვენ, საზოგადოება, როდის მივაღწევთ, რომ ივანიშვილი და ამ სამარცხვინო კლოუნების გარემოცვა მიხვდეს, დროზე უნდა დავნიშნოთ ნორმალური ვადამდელი არჩევნები, გავათავისუფლოთ პოლიტპატიმრები, შევცვალოთ საარჩევნო სისტემა. ამის გარეშე კრიზისი ვერ განიმუხტება, ამის გარეშე მათი პერსონალური პოლიტიკური მომავალიც არის დიდი რისკის ქვეშ, თუმცა ამავე დროს, სამწუხაროდ ქვეყანასაც ზიანს აყენებენ ყოველდღე", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )