
დღევანდელ ფაქტს მე როგორმე გადავიტან, მაგრამ ქვეყანა ვერ გადაიტანს, – ასე შეაფასა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, ირაკლი ჩავლეიშვილმა ბათუმში დღეს მომხდარი ინციდენტი.
ჩავლეიშვილი მომხდარის გამო არ აპირებს, პოლიციას მიმართოს, პასუხისმგებლობას კი „ნაციონალურ მოძრაობას“ აკისრებს.
„ბულვარის მიტაცება ახლა არ დაწყებულა. ეს დაიწყო წინა ხელისუფლების დროს და გრძელდება. მე მაშინაც ვაპროტესტებდი და ახლაც ვაპროტესტებ. ლევან ვარშალომიძე, ლევან ანთაძე, გიორგი კირთაძე ხელისუფლებაში იყვნენ, დღეს რა პირით მოდიან და აპროტესტებენ. მაშინ რომ არ ყოფილიყო პრეცედენტები, დღეს ეს მდგომარეობა არ იქნებოდა. საჯარო პირი ვარ და მთელი ცხოვრება გამოხატვის თავისუფლებისთვის ვიბრძვი. ამას როგორმე გადავიტან, მაგრამ ქვეყანა ვერ გადაიტანს. ალბათ განსჯის საკითხი გახდება საზოგადოებაში. თუ ადამიანს პატივს არ ვცემთ, ვერანაირ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ, ვერც ნატო-ში შევალთ და ვერც ევროკავშირში. „ნაციონალური მოძრაობის“ იმ წევრებს მინდა მადლობა ვუთხრა, რომლებმაც ეს საქციელი დაგმეს. მთელი ცხოვრება საფრთხეში ვცხოვრობ. 20 წლის ვიყავი როცა პირველ აქციაზე გამოვედი და მას შემდეგ ამ საფრთხეებით ვცხოვრობ. არ მრცხვენია არაფრის, ეს მათ უნდა შერცხვეთ, ვინც ეს ქმედება გააკეთა. მე ამ ქალაქში საქმეები მიკეთებია და საზოგადოება შეაფასებს“, – განაცხადა ირაკლი ჩავლეიშვილმა.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3) | დეა (24.01.2021) ბაცის დაცვა თუ დამჭირდენოდა ვერ წარმოვიდგენდი,მაგრამ ისეთი რაადამიანები და სახედაკარგულები არიან,რომ ყველა ვალდებული ვართ ადამიანის დავიცვათ!ნაცსექტანტებისთვის ეს სიტყვა ძალიან შორსაა,მაინც ვერაფერს შეაგნებინებთ,აგერ ვიცავ მაიკომ ელისაშვილი ჩააყენა როგში!ვაი თქვენს პატრონს!
მაიკო (24.01.2021) რიგში ელისაშვილია :)
ბათუ (23.01.2021) გაიხარეთ ბ-ნო ირაკლი. საღი გონების, როგორც აჭარის ისე საქართველოს მოსახლეობა თქვენს გვერდითაა. შესაბამის უწყებებს მიანდეთ დამნაშავეების დასჯა.
| |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორი:
ზვიად შვანგირაძე
მულტიმედია კონტენტის რედაქტორი:
ზვიად მახარაძე
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|