რეზონანსი
24.01.2021

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ჯელალ ქიქავა ბათუმში დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილსა და ნაციონალურ მოძრაობასთან აფელირებულ „ალტერნატივას” წევრებს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სალომე სამადაშვილის კომენტარს გამოეხმაურება და აცხადებს, რომ სალომე სამადაშვილმა ნაციონალური მოძრაობის წევრებს ბოდიში უნდა მოუხადოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მასაც იგივე ბედი ელის.

„სალომე სამადაშვილმა ან ბოდიში მოუხადოს თითოეულ აქციის მონაწილეს ან დატოვოს ნაცმოძრაობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შემდეგი იქნება თვითონ თუ ბათუმში ჩამოვა”, - განაცხადა ქიქავამ.

სალომე სამადაშვილი ჩავლეიშვილისთვის თავზე ნაგვის დაყრას ასე გამოეხმაურა:

„ამაზრზენია ის, რაც ბათუმში მოხდა. ერთნაირად სამარცხვინო ხალხია ის, ვინც ნაგავს აყრის ადამიანს და ისიც, ვინც ამას მიესალმება”, - დაწერა სამადაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
მედეა   (24.01.2021)
სალომე სამადაშვილი მართალია.ჯელალ ქიქავა უღირს აზრს ავითარებს---გაემიჯნეთ მას ნაცებო.ის შეგარცხვენთ!

დეა   (24.01.2021)
ნაცფაშისტებისგან რაიმეს გაუკეთებლობა უნდა გაგვიკვირდეს თორემ,ეს ამაზრზენი საქციელი ხომ მათი ბოლშევიკური მენტალიტეტია!..არ ვიცავ ნაც დეპუტატს,ვიცავ ადამიანს და გვაჩვენეთ მოძალადეების დასჯა!


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )