რეზონანსი
24.01.2021

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიჩოდან, სოფელ ჭალის მიმართულებით, 21 წლის მოქალაქე სახლიდან გავიდა და უკან არ დაბრუნებულა. ახალგაზრდასთან ვერ ხერხდებოდა ტელეფონით დაკავშირება. დაკარგულის საძიებო სამუშაოები პოლიციამ დაიწყო, პროცესში, ასევე, ჩაერთო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

სახანძრო-სამაშველო ჯგუფებმა დაიწყეს საძიებო-სამაშველო ღონისძიებები სოფლების დამაკავშირებელ გზებზე. რთული რელიეფის და დიდთოვლობის გამო, ტერიტორიაზე გადაადგილება ტრანსპორტის საშუალებით შეუძლებელი იყო, რის გამოც, მეხანძრე-მაშველები პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, ოპერაციას ქვეითად ახორციელებდნენ. საძიებო-სამაშველო სამუშაოების შედეგად, მამაკაცი ხევში გადავარდნილი იპოვეს. ის უგონო მდგომარეობაში იყო, თუმცა აღენიშნებოდა სასიცოცხლო ნიშნები.

მეხანძრე-მაშველებმა მოქალაქე დაახლოებით 80 მეტრის სიღრმის ხევიდან ამოიყვანეს და სამანქანო გზამდე, დაახლოებით 3 კილომეტრის მანძილზე, საკაცის საშუალებით გამოიყვანეს. ახალგაზრდა მამაკაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა სტაციონარში გადაიყვანა, სადაც ჩაუტარდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )