რეზონანსი
24.01.2021

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, 1 თებერვლიდან ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, გარდა თბილისის, ქუთაისისა და რუსთავისა, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში გაგრძელდება.

როგორც “ინტერპრესნიუსს” განათლების სამინისტროდან აცნობეს, თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის სკოლებს, ამ ეტაპზე სასწავლო პროცესის საკლასო ოთახში გაგრძელება დაგეგმილია 1-ელი მარტიდან.

მათივე ცნობით, 15 თებერვალს კიდევ ერთხელ შეფასდება ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და თუ 7 დღის მაჩვენებელი 4%-მდე დაიწევს, მოხდება შემდგომი შემსუბუქებების განხილვა.

“აღსანიშნავია, რომ იმ სკოლებში, სადაც სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში წარიმართება, სამედიცინო პროტოკოლი მკაცრად იქნება დაცული და მოხდება მასწავლებელთა სისტემატური ტესტირება 2 კვირაში ერთხელ.

რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, პროფესიულ სასწავლებლებსა და უმაღლეს სასწავლებლებს, მოქმედი რეგულაციები ნარჩუნდება 1 მარტამდე. სამინისტროს მიზანია, ყველა სკოლაში სასწავლო პროცესი დაუბრუნდეს ბუნებრივ გარემოს – საკლასო ოთახს. თუმცა უაღრესად მნიშვნელოვანია მოსწავლეების, მასწავლებლებისა და სკოლებში დასაქმებული სხვა პირების ჯანმრთელობა.

ყველა გადაწყვეტილება, რომელიც სასწავლო ფორმატს ეხება, სწორედ ამ პრინციპების გათვალისწინებით არის მიღებული”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )