რეზონანსი
24.01.2021

აქცია მიმდინარეობს მთავრობის ადმინისტრაციასთან. შეკრებილები კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ.

ადგილზე იმყოფებიან ბიზნესის წარმომადგენლები, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები და მოქალაქეები.

როგორც პარტიის „გირჩი მეტი თავისუფლება“ ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ განაცხადა, აქციის მიზანია, დასეწესებული შეზღუდვების მოხსნა.

„აქციის მიზანია ყველა იმ შეზღუდვის მოხსნა, რომელიც დააწესა მთავრობამ ვითომ პანდემიასთან ბრძოლის საფარქვეშ. პირადად მე ამისთვის ვარ მოსული, თუმცა არ ვარ ორგანიზატორი. ორგანიზატორია სხვადასხვა ტიპის ბიზნესასოციაცია. ერთ-ერთი ადამიანი ვარ, ვინც თვეების განმავლობაში ითხოვდა ამ შეზღუდვების მოხსნას. მე მგონია, თუ ეს შეზღუდვები არ მოიხსნება, ჩვენ ჩავიძირებით სიღარიბის კიდევ უფრო ღრმა ჭაობში და იქიდან ამოსვლა იქნება კიდევ უფრო რთული. ყველა შეზღუდვა არის მოსახსნელი. პირადად მე ამ მოთხოვნებით ვარ მოსული, თუმცა შეიძლება აქ სხვადასხვა ადამიანი სხვადასხვა მოთხოვნით არის მოსული, ზოგს ტრანსპორტი ადარდებს, ზოგს საჰაერო ფრენების გახსნა და ასე შემდეგ“, – აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, ბევრ ქვეყანაში კორონავირუსის გამო საქართველოს მსგავსი შეზღუდვები არ დაწესებულა.

„ეგ სტატისტიკა არის მანიპულირება რიცხვების და მეტი არაფერი. უამრავი ქვეყანა არის, სადაც არ დაკეტილა არასდროს, არ დაკეტილა არც ბაღები და არც სკოლები. უამრავი ქვეყანაა, სადაც არ გაჩერებულა საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ცხოვრობენ ჩვეულებრივად. ჩვენ ვართ გაცილებით ღარიბი ქვეყანა და ჩვენთვის ნებისმიერი შეზღუდვა ნიშნავს კიდევ უფრო გაღარიბებას. სიგიჟეა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ადამიანებს ვწირავთ შიმშილისთვის და ეს არის დასამთავრებელი, რაც შეიძლება სწრაფად“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )