რეზონანსი
24.01.2021

დღეს ჩვენ ვხედავთ მხოლოდ ერთ რამეს, დავკეტოთ ყველაფერი და პანდემია არ გავრცელდება, ეს არ არის გამოსავალი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, აკაკი ბობოხიძემ განაცხადა.

„საქართველო რა მდგომარეობაშია, გავურბივართ პანდემიის ხიფათს და მივექანებით პირდაპირ ეკონომიკური უფსკრულისკენ. ძალიან მალე, თუ უკვე არა, სამწუხაროდ იქნება გვიან. გვიან, როდესაც ქვეყანა შევა შეუქცევად პროცესში და საქართველოს ეკონომიკას რეალურად ვერაფერი გადაარჩენს. ამიტომ, ამ სიტუაციიდან გამოსვლის ერთადერთი გზა არის რეგულაციების შერბილება, ლოკდაუნის მოხსნა და ნორმალური რეგულაციების დაწესება, რაც ბიზნესს მისცემს ნორმალურად და უსაფრთხოდ მუშაობის საშუალებას. დღეს ჩვენ ვხედავთ მხოლოდ ერთ რამეს, დავკეტოთ ყველაფერი და პანდემია არ გავრცელდება, ეს არ არის გამოსავალი. ეს შეიძლება, ყოფილიყო მხოლოდ დროებითი ღონისძიება მომზადებისთვის. მომზადებისთვის საკმარისი დრო საქართველოს ხელისუფლებამ უკვე გაუშვა“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )