რეზონანსი
25.01.2021

ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, მეხუთე რაუნდის მოლოდინი აღარ არსებობს. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა „რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც პარლამენტი ოპოზიციას სადეპუტატო უფლებამოსილებას შეუწყვიტავს, პოლიტიკური პროცესები ქუჩაში გადაინაცვლებს.

„2 თვეა ველოდებით, როდის შეგვიწყვიტავენ სადეპუტატო უფლებამოსილებას და ამის შემდეგ ქვეყანაში ოფიციალურად გაფორმდება ერთპარტიული პარლამენტი. მთელი პოლიტიკური პროცესები და პოლიტიკური დატვირთა გადაინაცვლებს პარლამენტს გარეთ, ოპოზიცია ამისთვის ემზადება.

ოპოზიციურ პარტიებს გვექნება კონსულტაციები იმ მიმართულებით, როგორ და რა გეგმით ვაპირებთ ბრძოლას, რომ რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ იმას, რომ ახალი არჩევნები სწრაფად დაინიშნოს", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
gocha   (25.01.2021)
kpbaxizis da magnairebis adgili sanagvea da male mozdeba es

ida   (25.01.2021)
თქვენი ადგილი ქუჩაა და ეყარეთ!


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )