რეზონანსი
25.01.2021

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის განცხადებით, დაზარალებული გურამ ამირხანაშვილი, რომელიც ამ წუთებში სასამართლოში ჩვენებას აძლევს, მკვლელობის პირდაპირი მოწმეა.

როგორც ყაზარაშვილი განმარტავს, გურამ ამირხანაშვილი უშუალოდ მკვლელობას არ შესწრებია, თუმცა, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობს.

„გურამ ამირხანაშვილთან კითხვები დაისმება შემთხვევის ადგილზე განვითარებულ მოვლენებთან, ასევე გიორგი შაქარაშვილთან დაკავშირებით, თუ რა ვითარებაში ნახა მან, ასევე წვეულებაზე რა ხდებოდა და ა.შ. გურამ ამირხანაშვილი მკვლელობის პირდაპირი მოწმეა, რომელსაც მკვლელობაზე იმ 5 ბრალდებულთან დაკავშირებით ინფორმაცია გააჩნია, აქედან გამომდინარე, ის მნიშვნელოვანი მოწმეა. პირდაპირი მოწმე იმას ნიშნავს, რომ გურამ ამირხანაშვილს გააჩნია მნიშვნელოვანი ინფორმაცია უშუალოდ მკვლელობის კუთხით, მაგრამ მკვლელობა არ უნახავს. გურამ ამირხანაშვილმა შეძლო ყველა იმ პირის იდენტიფიცირება, ვისაც გიორგი შაქარაშვილის მკვლლეობაში ედება ბრალი. ამ საქმეზე სხვა მოწმეებიც არიან, რომლებაც მკვლელობის კუთხით უკვე მოგვცეს ინფორმაცია, მათ შორის, ვახტანგ ახვლედიანმა და ა.შ. ყველა ეს პირი მკვლელობასთან არის პირდაპირ შემხებლობაში და იძლევიან გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას. ხუთივე პირი რომ გაეკიდა გიორგი შაქარაშვილს, ამაზე საუბრობს გურამ ამირხანაშვილიც, ვახტანგ ახვლედიანიც და გიორგი ქათამაძეც",- აცხადებს ყაზარაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )