რეზონანსი
25.01.2021

ექსპერტ გია ხუხაშვილის განცხადებით, შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით გამართული აქციები ოპოზიციისთვის ერთგვარი ტესტია, თუ რამდენად შესაძლებელი იქნება გაზაფხულზე მასშტაბური პროტესტის ორგანიზება.

როგორც ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსთან" საუბრიასას განაცხადა, ახლა „ერთგვარი გახურება მიმდინარეობს დიდი პოლიტიკური პროცესის წინ".

„ნებისმიერ ქვეყანაში ასე ხდება, ოპოზიცია ყოველთვის ცდილობს, რომ ხელისუფლების შეცდომები ან ის პრობლემები გამოიყენოს, რაც საზოგადოებაში არსებობს. ეს არის კლასიკური პოლიტიკური პროცესი, მთავარია ეს ყველაფერი ეტეოდეს კონსტიტუციის ფარგლებში. ეს არის ტესტი იმისა, თუ რამდენად შესაძლებელი იქნება საგაზაფხულოდ გარკვეული მასშტაბის აკრეფა იმისათვის, რომ მთავარი პოლიტიკური ამოცანები იყოს გადაწყვეტილი. ერთგვარი გახურება მიმდინარეობს დიდი პოლიტიკური პროცესის წინ. სამწუხაროდ, არსებულ ხელისუფლებას საკმაოდ სუსტი ლეგიტიმაცია აქვს, რაც კიდევ უფრო დასუსტდა მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა თამაშიდან გასვლის შესახებ გამოაცხადა. ამ საზოგადოებისთვის უხერხულია კობახიძის ქვეყანაში ცხოვრება. შეიძლება ბიძინა ივანიშვილი ბევრს არ მოსწონდა, მაგრამ ის აღიქმებოდა ძალის ცენტრად, ერთგვარი სტაბილურობის გარანტად. დღევანდელ ხელისუფლებაში ეს განცდა შესუსტებულია. შესაბამისად, დელეგიტიმაციის მცდელობები გაგრძელდება. ვფიქრობ იმას, რაც დღეს ხდება, ანუ კანონის ზღვარზე სიარულს, ადგილი მერეც ექნება. შეიძლება ამას პრეცედენტული ხასიათიც ჰქონდეს და ქაოსისკენ მივდიოდეთ. ჩვენ სახელმწიფოს განვითარების არცერთი სფერო არ გვაქვს, სადაც სრული დეგრადაცია არ არის. როგორც სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში, ასევე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. ყველა მიმართულებით გვაქვს გაუარესება. ამ ყველაფერს კი აგვირგვინებს პოლიტიკური ჩიხი. ერთი კვირა გვაქვს დარჩენილი იმ წითელ ხაზამდე და იმ რუბიკონის გადალახვამდე, რის შემდეგაც, ფაქტობრივად, პოლიტიკური ჩიხი საბოლოოდ გაფორმდება. თუ ჩვენ ერთი კვირის შემდეგ მივიღებთ ჩაბეტონებულ, სტერილურ, ერთპარტიულ პარლამენტს, ბუნებრივია ეს სამომავლოდ ძალიან სერიოზული რისკების შემცველი მოცემულობა იქნება. ამის წინაისტორიას და საარტილერიო მომზადებასთან გვაქვს ახლა საქმე", - განაცხადა ხუხაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
ანა   (25.01.2021)
არა მგონია ეს ასე იყოს, ბევრ ურთიერთსაწინააღმდეგოს ამბობთ და გაითვალისწინეთ ეს პოლიტიკააა

მედეა   (25.01.2021)
აბა,ჰე,გია, კობახიძის გინებით ხელი შეუწყვე გაუარესებული მდგომარეობის მეტად გაუარესებას!რას ერჩი ირაკლის, მამუკა ხაზარაძეზე ნაკლებია? ზიზღი გაქვს მისი, მოერიე ამ ზიზღს--ქვეყანას ასე ჭირდება.

ჭორლეონე   (25.01.2021)
შენ ხო ტვიბი მოტყანი. რა სტაბიკურობის გარანტი. მოღალატე დოქსოფულო დედაატყნული იყო ბორია ივანიშვილი. ეხლა მეოეე რუსით, ვასაძით უნდათ რომ ჩაანაცვლონ. ყლე ჭამეთ ყველა პრორუსმა.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )