რეზონანსი
25.01.2021

„სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე კატეგორიულად მიუღებელს უწოდებს ბათუმში მომხდარ ინციდენტს, რომ ადამიანებმა ქუჩის სამართალი თავად აღასრულონ.

როგორც მან „პალიტრანიუსის" გადაცემაში „ნიუსრუმი" აღნიშნა, „ასევე დასაგმობია ორმაგი სტანდარტი და შერჩევითი მართლმსაჯულება, რომელსაც ირაკლი ფანგანთან მიმართებით არის".

„ჩვენ გავაკეთეთ განცხადება, რომ ვგმობდით ქუჩის სამართალს, რომ ადამიანებმა თავისით აღასრულონ და კონკრეტულ ადამიანებს ნაგავი დააყარონ. ეს ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, მაგრამ ამასთან ერთად, ასევე დასაგმობია ის ორმაგი სტანდარტი და შერჩევითი მართლმსაჯულება, რომელსაც ირაკლი ფანგანის ნაწილში ვხედავთ. ერთი მხრივ, ჩვენ არ მოგვწონს ასეთი ქუჩის სასამართლოების მოწყობა და მეორე მხრივ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ფანგანი შერჩევითი სამართლის მსხვერპლი არ იყოს (შეგნებულად გააკეთა ეს თუ წაქეზებით, ამას მნიშვნელობა არ აქვს).

რაც შეეხება ცალკეული პოლიტიკოსების განცხადებას, პირდაპირ შეიძლია ვთქვა, არ არსებობს ქვეყანაში არანაირი მორალური ავტორიტეტი, რომ ვინმე ვინმემ დამოძღვროს და ჭკუა ასწავლოს. პირდაპირ გეუბნებით, ჩემთვის ცოცხალი ქართველი პოლიტიკოსი, მორალური ავტორიტეტი ნამდვილად არ არსებობს ბუნებაში. თუ კონკრეტულ მიუღებელ ქმედებებზე საუბრობენ, სწორედ ამ პოლიტიკურ სპექტრში არიან ადამიანები, რომელთა ქმედებებიც ყოველთვის მიუღებელი იყო ჩემთვის",-განაცხადა მანჯგალაძემ.

მან მიმდინარე პოლიტიკური პროცესებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ თუ ხელისუფლების მხრიდან მანდატების მოხსნის საკითხი გაგრძელდება, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი აზრს დაკარგავს.

„ქართულ ოცნებასთან" მოლაპარაკება აზრს დაკარგავს, რადგან მათ არ გამოავლინეს შესაბამისი სახელმწიფოებრივი აზროვნება. მსოფლიო ისტორიას თუ გადავხედავთ, ასეთი პრაქტიკა არსებობს, რომ ადამიანების ყველა უფლება, რომელიც დღეს არსებობს და ჩვენ ასე ხარბად ვსარგებლობთ, ქუჩაში ბრძოლით არის მოპოვებული და ჩვენ ეს საშუალება დაგვრჩება მხოლოდ",-განაცხადა მანჯგალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ორმაგი სტანდარტი   (25.01.2021)
ორმაგი სტანდარტი არის ის, რასაც თქვენ ამბობთ. თუ იმას გმობთ, რომ სამართალი ქუჩური გარჩევით არ უნდა აღსრულდეს, მაშინ, ირაკლი ფანგანი უნდა დაისაჯოს. თქვენ ამბობთ, რომ არ დაისაჯოს, გამოდის რომ აქეზებთ ამ ტიპის მოქმედებებს. თანაც საინტერესოა, ჩავლეიშვილს საკუთარი პოზიციის დაფიქსირების უფლება არ ჰქონდა? თუ არ ჰქონდა მაშნ გამოდის, რომ არ თქვენ და არ არავის არ ჰქონია საკუთარი პოზიციის დაფიქსირების უფლება. გასაგებია, რომ ყველანი ხართ ერთი პარტიის განაყოფები სხვადასხვა სახელებით, მაგრამ ფერი მაინც შეიცვალეთ სახელებს როდესაც გადაირქმევთ.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )