რეზონანსი
25.01.2021

კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის და იუნესკოს საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების მხარდაჭერისთვის, იუნესკოს გენერალურმა დირექტორმა ოდრე აზულემ, ცნობილ ქართველ პიანისტს, საერთაშორისო და სახელმწიფო პრემიების ლაურეატს, ელისო ბოლქვაძეს, მშვიდობის ელჩის მანდატი მეორედ მიანიჭა.

ეს სტატუსი ელისო ბოლქვაძეს პირველად 2015 წლის 22 იანვარს, პარიზში მიენიჭა და გახდა ამ პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი პირველი ხელოვანი საქართველოდან.

იუნესკოს საპატიო ტიტულს ფლობს მსოფლიოში გამოჩენილი 55-მდე ხელოვანი. მათ შორის არიან სელინ დიონი, ანჯელინა ჯოლი, მეჰრიბან ალიევა, მარკუს მილერი, შირლი ბეისი, ვლადიმერ სპივაკოვი, ხუაკინ კორტესი, ჟორდი სავალი, პლასიდო დომინგო და სხვა.

ელისო ბოლქვაძის შემოქმედება და საქველმოქმედო მოღვაწეობა აღიარებულია საერთაშორისო მასშტაბით. მან არაერთხელ მიიღო მონაწილეობა სამშვიდობო მისიებში და გაეროს საერთაშორისო ღონისძიებებში.

პიანისტმა საქართველოში ფონდი „ლირა" დააარსა, რომლის მთავარი მიზანია ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენა და მათი ხელშეწყობა. მან ასევე 2013 დააფუძნა „ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების და მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი", რომელიც მნიშვნელოვან კულტურულ პლატფორმად იქცა ქართული ხელოვნების პოპულარიაზაციისა და ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის მხარდასაჭერად.

ელისო ბოლქვაძეს 2016 წელს მიენიჭა საფრანგეთის ლეგიონის კავალერის ორდენი ხელოვნების სფეროში საფრანგეთის სახელწიფოს მიერ.

გარდა შემოქმედებითი საქმიანობისა, ელისო ბოლქვაძე საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრიცაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )