რეზონანსი
25.01.2021

აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი დეპუტატი ირაკლი ჩავლეიშვილი აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას " წევრის ირაკლი ფანგანის დაკავების მოთხოვნით სამართალდამცველებისთის არ მიუმართავს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „ფორმულას" ეთერში განაცხადა.

„მე არანაირი პრეტენზია არ მქონდა მის მიმართ გარდა იმისა, რომ არაადამიანურად მოიქცა. დანარჩენი, სამართლებრივად მისთვის არ მიჩივლია და არც ვაპირებ. უბრალოდ, თავად გაავრცელეს ეს კადრები და პოლიციამ მისცა სამართლებრივი შეფასება. ციხეში კარგს ვერაფერს ისწავლის, ციხეში ზრდილობა არ ისწავლება, ზრდილობა ოჯახში ისწავლება. სამწუხაროდ, მშობლებმა ხელი მიაკლეს ეტყობა", - განაცხადა ირაკლი ჩავლეიშვილმა.

შეგახსენებთ, ირაკლი ფანგანი სამართალდამცველებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის ირაკლი ჩავლეიშვილისთვის თავზე ნაგვის დაყრისთვის გუშინ დააკავეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
დაჩი   (25.01.2021)
რა სამარცხვინოა, განსხვავებული აზრის გამო ნაგავს აყრიდე ადამიანს თავზე. იქნებ ირაკლი ფანგანიც მოღალატედ მიაჩნია სხვას. უზრდელი რომ არის ფაქტია


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )