რეზონანსი
25.01.2021

ალერგოლოგ-იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, იმისთვის რომ საზოგადოების გარკვეულმა სეგმენტმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე უარი არ თქვას საჭიროა, მეტი განათლება, ასევე ექიმების, ქვეყნის პირველი პირებისა და ეკლესიის მაღალი ჩართულობა, რაც საზოგადოებაზე სარკისებურად აირეკლება.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" კულუმბეგოვმა აღნიშნა, აუცილებელია კონსოლიდაცია, რათა ვაქცინაციის ნებაყოფლობითი არჩევანი, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს.

"ისრაელი, რომელიც თითქმის 40%-ს უახლოვდება აცრის თვალსაზრისით მაგალითია, ამიტომ ჩვენ ამ მხრივ ბევრ პოზიტიურ საკითხზე გვექნება სასაუბრო. თუმცა ერთი ნიშანდობლივი ამბავია, რომ ადამიანს რაც უფრო დაბალი განათლება აქვს, სასკოლოა ეს თუ სხვა, რითაც ჩვენი ქვეყანა, პირდაპირ უნდა ვთქვათ, ვერ დაიკვეხნის, ადამიანები უფრო სკეპტიკურად არიან განწყობილი და ადვილად ხდებიან სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან ზეგავლენის ქვეშ. ამიტომ მეტი განათლება! მესმის ამის ბაზისს, ასე სწრაფად ვერ გამოვასწორებთ, მაგრამ ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საზოგადოების მეცნიერებისადმი ნდობა, საზოგადოების განათლების პირდაპირი მაჩვენებელია. ამიტომ, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ბევრი უნდა ვიმუშაოთ... 41% გარკვეულწილად მყარ არას არ ამბობს და თუ 20-30% დაემატება ამას დაახლოებით საშუალო ევროპულ მაჩვენებლამდე მივაღწიოთ. ამიტომ მეტი განათლება, მეტი ინფორმირებულობა, მორალური მაგალითების ჩვენება, მთელმა მსოფლიომ ასე დაიწო. მაგალითად, ქვეყნის პირველი პირები იკეთებდნენ, პირველ რიგში, ამ ვაქცინას. იგივე ჩვენ ექიმებმა საზოგადოებას უნდა მივცეთ მაგალითები, რადგანაც აცრის პირველად ჯგუფებში ჩვენც შევდივართ. ამიტომ რაც უფრო იქნება ექიმების დამყოლობა, ექიმების მიმართ ნდობა, მერე ის საზოგადოებაშიც სარკისებურად აირეკლება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება - ეკლესიის როლი, შეხვედრები ბევრჯერ უნდა ჩაატაროს, განმარტებები მიიღოს. ვაქცინაცია, რა თქმა უნდა, ნებაყოფლობითი იქნება, მაგრამ ეს ნებაყოფლობითი არჩევანი ბევრმა ადამიანმა უნდა გააკეთოს. ჩვენ ახლა მთელი საზოგადოების კონსოლიდაცია გვჭირდება", - განაცხადა კულუმბეგოვმა.

NDI-ის უახლესი კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის თითქმის ნახევარი (41 პროცენტი) ამბობს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრისგან თავს შეიკავებს. კითხვაზე, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა რომ არსებობდეს, აიცრებოდით თუ არა თქვენ და თქვენი შვილები? - 41 %-ის პასუხია დიახ, გამოკითხულთა 41% აცხადებს, რომ არა, ხოლო 17% აცხადებს, რომ არ იცის. ამასთან, კვლევის თანახმად, კაცები უფრო დიდი ალბათობით აიცრებიან, ვიდრე ქალები და მაღალი განათლების მქონე ადამიანები უფრო დიდი ალბათობით აიცრებიან, ვიდრე საშუალოზე დაბალი განათლების მქონე ადამიანები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
კახელი   (25.01.2021)
რატომ აყენებ ხალხს შეურაცხყოფას იქნებ პირიქითაა,ვინც არ იცის რომ რვა ცხრა თვეში ვაქცინა არ იქმნება,ისინი რიგში ჩადგებიან და ვინც იცის გენომზე დამზადებული ვაქცინა რა არის და ანტისხეულების სხვა ის აიცრება ექიმებმა კარგად იცით რა შედეგი მოჰყვება ამ აცრას დროის გასვლის შემდეგ მაგრამ გაჯიქებულები აძალებთ ხალხს და თან შეურაცხყოფას აყენებთ.დიპლომიანი უტვინოები არ გინახავთ ბატონო მულუმბეკოვო.

სიმართლე   (25.01.2021)
დიდი განათლება არ ჭირდება იმის მიხვედრას,თუ რა ხარისხის ვაქცინას მთავაზობ...გვეყოფა ქართველების ლაბორატორიულ ვირთხებად გამოყენება...

eka   (25.01.2021)
კი მაგრამ განათლებაც გეკითხათ ვინ დაგიშალათ ვაქცინაციაზე გამოკითხვისას.რამდენი ექიმია თავის შვილებს არ ცრის საერთოდ ჯერ ექიმებმა მოილაპარაკეთ მაგ საკითხზე ასე აჯობებს.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )