რეზონანსი
25.01.2021

ჩვენი სურვილია პარლამენტი ზუსტად ისე იყოს დაკომპლექტებული და ზუსტად ისეთი სახით მუშაობდეს, როგორც ის ხალხმა აირჩია - დღესაც, ბოლომდე გამოვიყენებთ რეგლამენტით მოცემულ შესაძლებლობას, რათა ვადები მაქსიმალურად ამოვწუროთ, - აღნიშნული განცხადება ბიუროს სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.

თალაკვაძის ინფორმაციით, პარლამენტის ოპოზიციონერი წევრებისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხზე, პლენარული სხდომის ფორმატში 2 თებერვლიდან იმსჯელებენ.

"ოპოზიციონერმა დეპუტატებმა არჩევნების შემდეგ განცხადებებით მიმართეს პარლამენტს მანდატების შეწყვეტაზე. განხილვის ვადა, როცა საკითხი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა უნდა განიხილოს და ბიუროს გადასცეს, იწურება. რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია, პარლამენტი ზუსტად ისე იყოს დაკომპლექტებული და ზუსტად ისეთი სახით მუშაობდეს, როგორც ის ხალხმა აირჩია. სწორედ ამიტომ მხარს ვუჭერდით პოლიტიკური დიალოგის პროცესს. მადლობა მინდა ვუთხრა ფასილიტატორ ელჩებს - ქალბატონ დეგნანს და ბატონ ჰარცელს. დღესაც ბოლომდე გამოვიყენებთ პარლამენტის რეგლამენტით მოცემულ შესაძლებლობას, რათა ვადები მაქსიმალურად ამოვწუროთ, როცა ჯერ კიდევ არის შესაძლებლობა ოპოზიციამ საკუთარ გადაწყვეტილებას გადახედოს. მხოლოდ ამის შემდეგ, საგაზაფხულო სესიის დასაწყისში, პარლამენტი უფლებამოსილების შეწყვეტა-არშეწყვეტის საკითხზე იმსჯელებს. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება არის პარლამენტის, დეპუტატების მისაღები", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
ხაკა   (25.01.2021)
როდემდე უნდა იყოს საქართველოში პოლიტიკა უკუღმართი? რა ოცნების ან თუნდაც ლელოს ან გირჩის საქმეა შევა თუ არა უდუმაშვილი პარლამენტში? ეს მხოლოდ უდუმაშვილის და მისი ამომრჩევლების საქმეა. მათ დაეკითხოს და ისე მოიქცეს. დანარჩენები რა შუაში არიან? რატომ ანერვიულებს მთელ საქართველოს?

ხალხი   (25.01.2021)
ხალხმა ელისაშვილს და ვაშაძეს უფრო მეტი ხმა მისცა, სადაა ეს ხმები? ფაქტია, რომ ოცნებაზე არ გადაგიმატებიათ. სად წავიდა?


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )