რეზონანსი
25.01.2021

საქართველოში მიმდინარეობს აქტიური მზადება ტექნიკური დეტალების დასაზუსტებლად, თუ რომელი კლინიკა იქნება პირველი, სადაც ვაქცინაციის პროცესი დაიწყება.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციისთვის თითო ქალაქში ორი-სამი კლინიკა მაქსიმუმ საკმარისი იქნება.

"სულ ბათუმში ერთი დაწესებულება იქნება ამისთვის საკმარისი, ქუთაისში ერთი ან ორი, თბილისშიც ორი-სამი დაწესებულება იქნება შერჩეული. შეიძლება განვიხილოთ ინფექციური, რესპუბლიკური და ა.შ. ერთი რამ მინდა დავაზუსტო - თვითონ საავადმყოფოში მინუს 70 გრადუსიანი მაცივრების არსებობის აუცილებლობა ნამდვილად არ დგას, რადგან მაცივრიდან გამოღებიდან 5 დღეა შენახვის ვადა. თვითონ ამცრელ დაწესებულებაში ასეთი მაღალი მოთხოვნები არ არის, რომ ასეთი მაცივრები უნდა იდგეს,"- აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )