რეზონანსი
25.01.2021

ბიუროს სხდომაზე „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ" შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტერგაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ისაუბრა:

„წარმოდგენილი ცვლილებით გათვალისწინებულია .ე.წ. დოზირების საკითხის ახლებულად დარეგულირება რვა ნარკოტიკულ საშუალებასთან დაკავშირებით,დღეს მოქმედი კანონის მიხედვით ,მცირე და დიდი ოდენობა გაიგივებულია ერთმანეთთან, შესაბამისად ეს იწვევს იმას, რომ პრაქტიკაში რეალურად როდესაც სხვადასხვა დოზით ნარკოდანაშაულის ჩადენა (მოხმარებასთან დაკავშირებული), ეს რა თქმაუნდა გასაღებას არ უკავშირდება, ასეთ შემთხვევაში ადგილი აქვს ერთგვაროვან მიდგომას, რაც უსამართლოა ხშირ შემთხვევაში, არათანაბარ მიდგომას გულისხმობს. აქედან გამომდინარე, გაჩნდა ეს ინიციატივა, რომელიც განხილულ იქნა ჯერ კიდევ იუსტიციის სამინისტროს თაოსნობით ნარკოდანაშაულთა მებრძოლ უწყებათაშორის კომისიის ფარგლებში და, შესაბამისად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ამ რვა ნარკოტიკულ საშუალებასთან დაკავშირებით შეიცვლება მიდგომა. შესაბამისად, მას გაუჩნდება მცირე ოდენობა და შესაბამისი იქნება უკვე სისიხლისსამართლებრივი პოლიტიკა ამ კატეგორიის ნივთიერებებთან მიმართებაში", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )