რეზონანსი
25.01.2021

პარტია "ლელოს" ერთ-ერთი წევრის გიგლა მიქაუტაძის განცხადებით, თუ მთავრობას მასობრივი საპროტესტო აქციების თავიდან აცილება სურს, ეპიდემიოლოგების გარდა ბიზნესის წარმომადგენლებსაც უნდა მოუსმინოს.

მისივე თქმით, კანცელარიასთან გამართულმა გუშინდელმა აქციამ და ცალკეული ბიზნესჯგუფების მიერ დაანონსებულმა საპროტესტო ღონისძიებებმა აჩვენა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებები შეზღუდვების შენარჩუნებასთან დაკავშირებით საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მიუღებელია და უნდა შეიცვალოს.

"გადაწყვეტილებები, რომლებიც არ ეფუძნება ყველა დაინტერესებულ ჯგუფთან კომუნიკაციას, ვერასდროს იქნება სწორი და სასარგებლო. ამიტომ მოვუწოდებ მთავრობის წარმომადგენლებს, თუ კიდევ შერჩათ ადეკვატურობა, სასწრაფოდ შეხვდნენ ბიზნესის წარმომადგენლებს და მაქსიმალურად შეამსუბუქონ დღევანდელი შეზღუდვები. ამ კომპანიების უკან 200 000 უმუშევრად დარჩენილი ადამიანი დგას.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველო 160 ქვეყანას შორის მე-8 ადგილზეა შეზღუდვების სიმკაცრით, რაც ჩვენი ეკონომიკისთვის უმძიმესი ტვირთია. განსაკუთრებით გაუგებარია საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება, მაშინ, როცა არაერთი კვლევა ამ გზით ვირუსის გადადების რისკს ყველაზე მცირედ აფასებს. მაგალითად, საფრანგეთში გამოვლენილი კლასტერების მხოლოდ 1.2 %-ია საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებული. ამიტომ საფუძველს მოკლებულია ასეთი დიდი ვადით მისი გაჩერება", - განაცხადა მიქაუტაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )