
რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის კოტე გაბრიჩიძის აზრით, ბიუჯეტი დღე-დღეზე გათავდება და ხელფასს ვეღარ მიიღებს ვერავინ.
„15 ბიზნესასოციაცია გავერთიანდით და ვთქვით, რომ უკვე თითქმის 1 წელია ქვეყანა გაჩერებულია. რომელ ბიზნესს შეაქვს გადასახადი ბიუჯეტში? გამყრელიძე რომ ამბობს, სკოლები გავხსნათო, სკოლების ასამუშავებელი ფული ბიუჯეტში დევს? თითქმის 3 თვეა ვითხოვთ ამირან გამყრელიძესთან და ეპიდემიოლოგებთან შეხვედრას, რომ მოვისმინოთ მათი არგუმენტები.
დოვლათს ვქმნით ჩვენ და მთავრობა განკარგავს. გაჩერებულ მდგომარეობაში ბიზნესი არ იხდის გადასახადს და ვამბობთ, რომ ბიუჯეტი დღე-დღეზე გათავდება. ვეღარ მიიღებს ხელფასს ვერავინ. პატრული 500 კაცს რომ აჯარიმებს ყოველდღე, ბიუჯეტს ვერ შეავსებს. გაჩერებულია მთელი საქართველო, მუშაობს თითო-ოროლა ბიზნესი. მთელი წლის განმავლობაში რომელი დარგი ახერხებს ბიუჯეტის შევსებას? გაჩერებულია ქვეყანა.
„დაეტიონ სახლში“ - ასეთ მოთხოვნებს ვინ ითხოვს იცით - ვინც ხელფასს იღებს იდეალურად, სახელმწიფოს ვგულისხმობ და ასეთ სფეროებს, მაგრამ ეს ფულიც გათავდება ცოტა ხანში და ხელფასს რომ ვერ მიიღებს მასწავლებელი, პოლიციელი... მერე გამოვიდნენ და თქვან, რომ ვიჯდეთ სახლში,“ - აღნიშნა გადაცემა "საქმეში" გაბრიჩიძემ.