რეზონანსი
25.01.2021

მოხარულები ვართ, რომ დღეს საპარლამენტო არჩევნების შესახებ მოვისმინეთ საკმაოდ დადებითი შეფასებები, სადაც ყველა ერთხმად თანხმდება, რომ ქვეყანაში არჩევნები კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში ჩატარდა , - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა მარიამ ქვრივიშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე გამართულ დებატებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ქართულმა მხარემ მსჯელობის ფარგლებში დააფიქსირა, რომ კვლავ მზად არიან, მუდმივ რეჟიმში დაიხვეწოს ქვეყანაში არსებული საარჩენო გარემო.

„მოხარულები ვართ, რომ დღეს საპარლამენტო არჩევნების შესახებ მოვისმინეთ საკმაოდ დადებითი შეფასებები, სადაც ყველა ერთხმად თანხმდება, რომ ქვეყანაში არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ, ისევე როგორც თავისუფალ გარემოში, ყველა პოლიტიკურ პარტიას ჰქონდა შესაძლებლობა, ჯანსაღ გარემოში წარმოედგინა მათი კანდიდატურა. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომლებიც მიმდინარეა და ყველა არჩევნებში, ყველა ქვეყანაში დგება მსგავსი სიტუაციები. ჩვენ მსჯელობის ფარგლებში დავაფიქსირეთ, რომ ქართული მხარე კვლავ განაგრძობს მზაობას, მუდმივ რეჟიმში დახვეწოს ის საარჩევნო გარემო, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია.

თითოეული წარმომადგენელი ხაზს უსვამს, რომ პოლიტიკური პარტიები, განსაკუთრებით კი ოპოზიციური პარტიები, რომლებიც კვლავ იმყოფებიან ბოიკოტის რეჟიმში, შევიდნენ პარლამენტში, რადგან ისინი, საარჩევნო პროცესის თანახმად, არჩეული არიან საქართველოს მოსახლეობის მხრიდან", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

გარდა ამისა, ქვრივიშვილის განმარტებით, პირველივე დღეს ჰქონდათ შესაძლებლობა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვედროდნენ.

„გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია ხაზგასმა იმისა, რომ პირველივე დღეს გვქონდა შესაძლებლობა, გაგვემართა შეხვედრა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან. შეხვედრა იყო ძალიან ნაყოფიერი. ჩვენ, ბუნებრივია, განვიხილეთ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტკური მდგომარეობა, ისევე როგორც შევეხეთ იმ პრიორიტეტებს, რომლებიც გვექნება ჩვენს ქვეყანაში როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური სტაბილურობის აღდგენისთვის", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
**   (25.01.2021)
იმდენად შენ შეგცა მთელმა ევროპის საბჭომ


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )