რეზონანსი
25.01.2021

მედიკამენტებზე მაღალი ფასი ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და სტრატეგიულ გამოწვევად რჩება, - ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა. .

თამარ გაბუნიას თქმით საკითხს დროებითი ინტერვენციებით ვერ გადაიჭრება.

„მედიკამენტებზე მაღალი ფასი რჩება ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული გამოწვევა და ამას სჭირდება ერთიანი, სტრატეგიული პასუხი. ეს ფრაგმენტული ინტერვენციებით ვერ გადაიჭრება, დიდი ხნის პრობლემაა და სერიოზული პასუხი სჭირდება. ამისთვის, დაახლოებთ ორიოდე კვირის წინ, საქართველო შეუერთდა ოსლოს ინიციატივას, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში და ჩვენს რეგიონში ითვალისწინებს ერთიანი პოლიტიკის შექმნას, რაც ქვეყნებს საშუალებას მისცემს წამლის ფასზე ჰქონდეთ სწორი პოლიტიკა და ის მექანიზმები, რომელიც მოაგვარებს ამ პრობლემას. დღეს მე ცალსახა პასუხი არ მაქვს, რადგან ეს არის ერთიანი საკანონმდებლო სივრცის საკითხი, რომელიც უნდა გადაიჭრას იმ ახალ საკანონდებლო ინიციატივის ფარგლებში, რაზეც მუშაობს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეწყობით ჯანდაცვის კომიტეტი. ვფიქრობ, მალე დავუბრუნდებით ამ საკითხს და უფრო მეტი პასუხი, ამაზე გვექნება.

ჯანდაცვის სისტემის მხრიდან, ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ დანიშნულებები იყოს რაციონალური და პაციენტს არ მოუხდეს ბევრი ისეთი მედიკამენტის მიღება, რომელიც მისთვის არ იქნება ეფექტური“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
სტატუს ქუოჟ   (26.01.2021)
ქალო, დაუწესეთ შემომტან კომპანიებს ფასების ზედა ზღვარი და მორჩება ყველაფერი. ჩვენთან რას წუწუნებთ თქვენი უუნარობის გამო. წილში ხართ, ალბათ.

1234   (25.01.2021)
ესენი ან სრული იდიოტები არიან ან წამლის ბარეგების ლობის სრული კონტროლის ქვეშ. რა ოსლო, რა პარიზი? ევროკავშირის წევრი საქართველო თურქეთზე ადრე ვერ გახდება. რეებს უერთდებით? რეალობა სრულად გაქვთ დაკარგული? ის პოლიტიკა რაც 20-ჯერ მდიდარ ნორვეგიაში მოშაობს საქართველოში იმუშავებს? დაუშვით წამლის ექსპორტი თურქეთიდან და მიაბით ფასაღრიცხვა თურქეთის სისტემას. ღარიბ განვითარებად ქვეყანას ღარიბ, განვითარებად ქვეყანაზე მორგებული პოლიტიკა და ფასის დადგენის სისტემა უნდა ჰქონდეს!


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )