რეზონანსი
25.01.2021

ეს არის ძალიან დიდი პრობლემაა, არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. არამხოლოდ კოვიდვაქცინის დროს, არამედ ყველა ვაქცინაციისას, - ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე NDI-ის (ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი) კვლევას გამოეხმაურა.

„თქვენ იცით, რომ ძალიან ძლიერია ანტივაქსერების მოძრაობა. აქ სერიოზული მუშაობა მართებთ ჯანდაცვას, სახელისუფლო სტრუქტურებს, დაავადებათა კონტროლის ცენტრს, კლინიკებს, მათ შორის კოვიდ და არაკოვიდ კლინიკებს, სხვადასხვა ექსპერტებს. მოვუწოდებ ყველას, მთელს მოსახლეობას, მათ შორის განსხვავებული პოლიტიკური ორიენტაციის მქონე ტელევიზიებს, ექსპერტებს, ექიმებს, რომლებიც ხშირად შემოდიან ჩვენთან პოლემიკაში სხვადახვა საკითხებზე, კოვიდპაციენტების მართვის სტრატეგიებზე. შემოვიდნენ პოლემიკაში, იყოს დისკუსია, მსჯელობა, მაგრამ ჩემი თხოვნა იქნება, ვაქცინაციის საკითხებში იყოს ერთიანი პოზიცია, რამეთუ აქ 41 პროცენტი ძალიან ცოტაა“, – განაცხადა ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძე ყველას ვაქცინაციის ირგვლივ გაერთიანებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, მოსახლეობის უმრავლესობა უნდა დარწმუნდეს, რომ ვაქცინა აუცილებელია.

„მესმის ვიღაცის ბუნებრივი სკეპტიციზმი, ვიღაცას მოტივი აქვს, რომ ვაქცინა არ გაიკეთოს. ყველა უნდა შევეცადოთ, უთანხმოებები გადავდოთ, აქ ქვეყანა უნდა იყოს ერთიანი. ყველა პოლიტიკური ორიენტაციის, თუ განსხვავებული შეხედულების ექსპერტი უნდა დადგეს ერთად და დავარწმუნოთ მოსახლეობის რაც შეიძლება დიდი მასა, რომ ვაქცინა გაიკეთონ. ქვეყანაში სამიზნედ ითვლება 60-65 პროცენტი. თუ ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ქვეყანაში 60-65 პროცენტი აიცრა, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში გვეყოლება იმუნური ფენა, ამას დაემატება ის პაციენტები, ვინც კოვიდი გადაიტანა და ბუნებრივი იმუნიტეტი აქვს. ეს იქნება პრაქტიკულად ასპროცენტიანი გარანტია, რომ ქვეყანაში პანდემიის და ეპიდემიის შემდეგი ტალღები არ იქნება. ის 20 პროცენტი, ვინც დარჩება აუცრელი ან იმუნიტეტის გარეშე, მათთან იქნება ცალკეული შეხვედრები, მაგრამ ეს ვერ მოახდენს გავლენას ვერც ქვეყნის ეკონომიკაზე, ვერც საქმიანი წრეების აქტივობაზე, რამეთუ მათ კლინიკური სექტორი იოლად გაუმკლავდება“, – განაცხადა ცერცვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
***   (25.01.2021)
როგორ უნდა მოახერხოთ ეს საკვირველება ხალხი თქვენ აღარ გისმენთ ,ტელევიზორს აღარც უყურებს,დამატებით თქვენი ბრიყვული ნათქვამი კვების გამო თურმე საქართველოში მოსახლეობას არ შეიძლება იმუნიტეტი დაქვეითებული ჰქონდეს,გესმით სად ბანაობთ?


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )