რეზონანსი
25.01.2021

24 იანვარს “სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერი გიორგი ვაშაძე, კანცელარიასთან გამართულ აქციაზე მივიდა,  სადაც ტესტის პასუხი მიიტანა და თქვა, რომ თვითიზოლაციის წესი, შეგნებულად დაარღვია.

ამ ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ცნობილი კარდიოლოგი და ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე.

“მამა დაეღუპა კორონავირუსით((( ახლა სხვის მამებსაც იმეტებს?” – დაწერა ნადირაძემ.

ამ განცხადების გამო ვაშაძის მხარდამჭერებმა ნინო ნადირაძე მკაცრად გააკრიტიკეს.

ვახო ხაბაძე: “თქვენსავით დალხენილი არაა ყველა.”

ნინო ნადირაძე: “რას ნიშნავს დალხენილი? ოქტომბრის მერე არ მძინებია, რაც კოვიდკლინიკად გადავკეთდით. რაც გინდათ ის გიქნიათ, არასოდეს არანაირი მოწოდება არ დამიწერია, უბრალოდ, მიკვირს ადამიანისგან ასეთი საქციელი, რომელსაც თავად მამა დაეღუპა ამ ვირუსით.”

გიორგი ხაბურზანია: “თქვენ ხო ხართ თბილად წამოსკუპებული კამერებთან და არაფერი გიჭირთ?? ხალხს კიდე ყელში ამოუვიდა თქვენი ტელევიზიიდან ხელისუფლების უუნარობის ყურება! შენ თუ იცხოვრებდი 200 ლარზე თვეში??”

ნინო ნადირაძე: “თუ გაინტერესებთ, გაჩვენებთ ანგარიშფაქტურებს, რამდენია გადარიცხული ჩემი კლინიკიდან ორთოპედიული პროტეზებისთვის, რაც ვაშაძეების სამედიცინო აპარატურის მომწოდებელ ფირმაზე გვაქვს გადარიცხული, მგონი არ უნდა შიოდეთ.”

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
მედეა   (26.01.2021)
დააჯარიმონ მნიშვნელოვნად,ახია გ. ვაშაძეზე!

1234   (25.01.2021)
ასეა, ჩამჯდრები არიან ნაცი ნამინისტრალ-ნადეპუტატები სამედიცინო და წამლის მაფიის ბიზნესში, მილიონებს აკეთებენ, ღლეტენ ყველაზე დაუცველებს, და დანაჩენ ბრიყვ მიმდევრებს მოუწოდებენ რომ ქვეყანა ამოატრიალონ რომ კიდევ უფრო მეტი ფული გააკეთებინონ. კარგად იცის კორონას კარანტინი რისთვის არის საჭირო, მაგრამ დემაგოგობს და თან მილიონებს აკეთებს სამედიცინო აპარატურაზე. ცალ ფეხზე არ ჰკიდია კიდევ რამდენი თანამემულე დაეღუპება. ლიდერია ბიჭი, ბიზნესი აქვს დასაკრიში ცკ-ს მედოლე ჩარკვიანის ქალთან ერთად.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )