რეზონანსი
26.01.2021

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ტრანსპორტის გახსნა კორონავირუსის დადებითი შემთხვევების მაჩვენებლის კლებაზეა დამოკიდებული, რომლის მონიტორინგიც მკაცრად ხორციელდება. 

როგორც ნათია თურნავამ "დღის კურიერში" განაცხადა, მას კარგად ესმის, თუ რამდენად სენსიტიური თემაა მოსახლეობისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავება და  ფიქრობს, რომ ეს ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია:

"საზოგადოებრივი ტრანსპორტი არის ერთ-ერთი ყველაზე სენსიტიური თემა. მე რესტორნებზე წინ დავაყენებდი ამ საკითხს. მაგრამ აქაც შეჯერებული გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. რაც შეეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს, აქ არის გარკვეული რაციონალი, ჩვენ თუ რეგიონ-რეგიონ ვხსნით და ვიცით, მაგალითად, რომ აჭარა მწვანეა, რაღაც ბარიერები უნდა არსებობდეს. იტალიაშიც არის რეგიონები სადაც მწვანეა და საქალაქთაშორისო საშვები კონტროლდება. აქედან გამომდინარე, ეტაპობრივად და დადებითობის მაჩვენებლის მკაცრი მონიტორინგით, ჩვენ შევძლებთ, რომ თანდათან გავხსნათ ეს ინდუსტრია, თუმცა სანამ არ არის პანდემია დამარცხებული, ვერც მოულოდნელობები და ვერც სიურპრიზები რომ არ იქნება, ამის გარანტიას ჩვენ ვერავის ვერ  მივცემთ," - განაცხადა ნათია თურნავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )